“იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა და ამას ვეღარ შევცვლით, მაგრამ სად ვიყავით ამ დროს ჩვენ?!” - ემიგრანტის მიმართვა
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოფო გუნაშვილი, სოციალურ ქსელში, იტალიაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. შეგახსენებთ, იტალიის ქალაქ რეჯო-კალაბრიაში, ქართველმა ემიგრანტმა ქალმა თავი მოიკლა.
"მოგესალმებით! მინდა მწუხარება გამოვთქვა ქართველი ემიგრანტის დაღუპვასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებ. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, მაგრამ არავინ ვიცით რეალური მიზეზი. მიზეზი თუ რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ან ვინ.
ფაქტი ერთია, რომ ის გარდაიცვალა და ამას ვერავინ შევცვლით. ვერც დროს დავაბრუნებთ უკან. ყველას ერთნაირად ძლიერი ფსიქიკა არ აქვს და ყველა ვერ უმკლავდება ემიგრანტობით გამოწვეულ უამრავ პრობლემას. სად ვართ ამ დროს ჩვენ, როცა ადამიანს უჭირს, როცა ჩვენი ერთი სიტყვაც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ვართ დადუმებულნი, უმოქმედონი და ვუყურებთ როგორ იძირება ჭაობში ადამიანი! სად არიან ოჯახის წევრები, საყვარელი ხალხი, რომელთა მოკითხვას და სითბოს გამოხატვას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია!
ვუყურებ, ვკითხულობ, მესმის და გაოგნებული ვარ უმეტესი ქართველის არაადამიანობით!აღარ ჩამოვწერ იმ უამრავ ცუდ საქმეს, რასაც კადრულობენ! არ გაჩუმდეთ როცა შენს გვერდით ვინმეს სჩაგრავენ, ამცირებენ, უსამართლოდ ექცევიან. არც შენ მოითმინო ადამიანო დამცირება და ამოიღე ხმა. არ აქვს მნიშვნელობა ერთი დღის ჩამოსული ხარ თუ ათი წლის!
არავის მისცე უფლება დაგამციროს და შეურაცხყოფა მოგაყენოს. გამძლეობას გისურვებთ კარგო ადამიანებო და მალე მშვიდობით ოჯახში დაბრუნებას.
და თქვენ უსამართლო და გაბოროტებულო ადამიანებო, გისურვებთ მთელი ცხოვრება ემიგრანტად ყოფნას!"
1794738083
ახალი ამბებილანჩხუთში მატარებელი ავტომანქანას დაეჯახა – არის მსხვერპლი
ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავგტომანქანის მძღოლი. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაც...
1794736175
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სერ ბანი იასის ფორუმში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონა...
1794734788
ახალი ამბებიმარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...
1794733725
მსოფლიოჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...
1794727872
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...































