იტალიაში ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხე მოდენაში დაიდგა - რისგან შექმნეს ის?
ემილია-რომანიას რეგიონში, ქალაქ მოდენაში ორიგინალური ნაძვის ხე დაიდგა. ის შალისგან დაამზადეს. შალის ხელნაკეთი ნაძვის ხე ახალი 2022 წლის დასახვედრად უკვე მზადაა და მის შესაქმნელად 261-მა ემილიელმა ქალმა იმუშავა. შალის ნაწარმის გადამუშავების მიზნით მათ შექმნეს 3 257 პატარა ზომის შალის ფერადი ტილო.
შემდგომ უკვე ქალაქის სან ფრანცესკოს მოედანზე მისი აწყობაც ორიგინალურად მიმდინარეობდა, მას ყველაზე ფერად ნაძვის ხედ მოიხსენიებენ. ემილიელმა ქალებმა ხელნაკეთი ნაძვის ხის შესაქმნელად 90 კგ. შალის ნაწარმი გამოიყენეს და მის დამზადებაში უსასყიდლოდ მიიღეს მონაწილეობა.
ემილია-რომანიას რეგიონის პრეზიდენტი სტეფანო ბონაჩინი ამ ფაქტს ფეისბუკის პირად გვერდზე, სტატუსით გამოეხმაურა და მიესალმა ემილიელი ქალების ამ შესანიშნავი იდეის განხორციელებას.
9 იანვრამდე საახალწლო ნაძვის ხე სან ფრანცესკოს მოედანზე დარჩება, შემდგომ კი შალის ტილოებს, ხელნაკეთ ნაქარგებს სხვა დანიშნულებისთვის გამოიყენებენ. ემილიელი ქალები მხოლოდ ხელნაკეთი ნაძვის ხის შექმნით არ შემოიფარგლნენ, მათ 24 შალის გადასაფარებელი შექმნეს ხანდაზმულებისთვის და საჩუქრად გადასცემენ.
ნონა გედენიძე - სპეციალურად exclusivetv.ge-თვის ემილია-რომანიადან
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 იტალიის ერთ-ერთ რეგიონში მიწისძვრა მოხდა
🔵 ბარის ქართული სამრევლო - „კეთილი სურვილებით ყველას გილოცავთ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს“
1794738083
ახალი ამბებილანჩხუთში მატარებელი ავტომანქანას დაეჯახა – არის მსხვერპლი
ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავგტომანქანის მძღოლი. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაც...
1794736175
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სერ ბანი იასის ფორუმში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონა...
1794734788
ახალი ამბებიმარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...
1794733725
მსოფლიოჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...
1794727872
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...































