იტალიის ქართველ ემიგრანტთა საყურადღებოდ - ქვეყანაში გაფიცვა გამოცხადდა
იტალიაში საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10 ოქტომბრის 21 საათიდან, 11 ოქტომბრის 21 საათამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში სატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსი, მატარებელი, თვითმფრინავი, მეტრო) მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ყველა დიდ ქალაქსა და რიგ მცირე ქალაქებს. ტრანსპორტი მოსახლეობას მოემსახურება დაახლოებით მხოლოდ დილის 6-დან 9 საათამდე და 18-დან 21-საათამდე.
კონკრეტული დიდი ქალაქების განრიგი ასეთია: რომის საზ. ტრანსპორტი Atac, tpl, Cotral და მეტრო მუშაობს მხოლოდ 8:30 საათამდე, შემდეგ შეჩერდებიან და მუშაობას განაახლებენ 17-დან 20 საათამდე. მილანი: Atm და მეტროს შემთხვევაში შეზღუდვები დაიწყო 8:45 საათიდან, მოძრაობა აღდგება 15-დან 18 საათამდე და შემდეგ ისევ შეჩერდება, გაფიცვის დასრულებამდე. ნეაპოლი: ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ დღის შემდეგ მონაკვეთებში - 5:30-8:30 და 17:00-20:00.
რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, საუბარია შიდა ფრენებზე, საჰაერო მიმოსვლა განხორციელდება მხოლოდ შემდეგ საათებში - 7:00-10:00 და 18:00-21:00
სწრაფ მატარებლებზე შეზღუდვები გათვალისწინებული არ არის. რაც შეეხება რეგიონალურ მატარებლებს, აქაც განრიგი მოქმედებს. მატარებლები იმოძრავებენ მხოლოდ შემდეგ საათებში: 6:00-9:00 და 18:00-21:00.
ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციებია დაანონსებული. ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან პროფკავშირები Cobas, Usb ასევე Cub, Unicobas, Sgb, Orsa და ა.შ. Usb-ს განცხადებით „ეს არის პასუხი დრაგი-ბონომის მთავრობისათვის, რომელიც თავს იტყუებს, რომ ქვეყანასა და ასევე დასაქმებულ სექტორში შექმნილია მშვიდი სოციალური ფონი, მაგრამ მთავრობა ხალხსაც ატყუებს, სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე.“
პროტესტის ფარგლებში პროფკავშირები ითხოვენ: სამუშაო საათების შემცირებას, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომების მიღებას, სახელფასო მინიმუმის გათანაბრებას ევროპის სხვა ქვეყნების სახელფასო მინიმუმთან, უვადო სამუშაო კონტრაქტებს, ქალების ანაზღაურების თანასწორობას, Job act-ისა და ფორნეროს რეფორმის გაუქმებას, Green pass-ის არ ქონის შემთხვევაში სამუშაო ადგილისა და შემოსავლის შენარჩუნებას, უნივერსალური შემოსავლის განსაზღვრას ასევე ემიგრანტებისათვისაც, იმ დამსაქმებლებისთვის რომლებიც სამუშაო ადგილებზე შესაბამის უსაფრთხოების ზომებს არ იღებენ, სანქციების გამკაცრებას, ინვესტიციებისა და ფინანსური რესურსის მიმართვას ჯანდაცვისა და განათლების სისტემების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისკენ და ა.შ.
წყარო: quotidiano.net
ნინა მამუკაძე
1794764373
ახალი ამბებიკულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო
„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...
1794761277
ახალი ამბებიპატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...
1794759304
მსოფლიოირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია
ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...































