კონგოში იტალიის ელჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს - რატომ მოკლეს ახალგაზრდა დიპლომატი?!

ინფორმაციას კონგოს პროვინცია "ნორდ კივის" ოფიციალური უწყება ავრცელებს. იტალიელი ელჩის, ლუკა ატანაზიოს მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია კონგოს სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების 6 წევრი. 

ელჩი 2021 წლის 22 თებერვალს მოკლეს პირად მძღოლთან მუსტაფა მილამბოსა და ესკორტის წევრ, კარაბინერ ვიტორიო იაკოვაჩისთან ერთად. ახალგაზრდა დიპლომატი აღნიშნულ პროვინციაში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა.

იტალიური პრესა ავრცელებს ვიდეოს, სადაც 6 ადამიანი მიწაზე ხელბორკილებდადებული ზის. პოლიციის აცხადებს, რომ ეს არის დაჯგუფება, რომელმაც სისხლით მორწყა ქალაქი გომა. 

ძებნაშია დაჯგუფების მეთაური, რომელსაც უშუალოდ ელჩის მკვლელობაში ედება ბრალი. სამართალდამცველების განცხადებით პირი იდენტიფიცირებულია, იციან სადაც იმალება და სულ მალე მასაც დააკავებენ.

როგორც ირკვევა კრიმინალურ დაჯგუფებას იტალიელი ელჩის გატაცება ფულის, კონკრეტულად კი, ერთი მილიონი დოლარის გამოძალვის მიზნით ჰქონდა დაგეგმილი. 

მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც თავდასხმისას ატანაზიომ გაქცევა სცადა. დაჯგუფებამ და მისმა მეთაურმა, ელჩი და მისი ორი თანმხლები პირი ადგილზე მოკლეს.

ლუკა ატანაზიო, იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასგან, გარდაცვალების შემდეგ, "დიდი ჯვრის საპატიო ორდენით" დაჯილდოვდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793518136

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ

ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...

შალვა პაპუაშვილი

1793515656

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...

დაკავება და ბორკილები

1793513051

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...

ამინდი ამინდი

1793479650

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ

ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...

ირაკლი კირცხალია

1793477939

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...

ლევან მახაშვილი