მაფიოზების “ვენდეტა” ნეაპოლში - მოკლულია “კამორას” ორი წევრი

იტალიური პრესის ინფორმაციით, გუშინ, იტალიის ქალაქ ნეაპოლში მომხდარი ორმაგი მკვლელობა, "კამორას" ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას უკავშირდება.

ნეაპოლის ერთ-ერთ პერიფერიაში, გუშინ 45 წლის პასქუალე ტორე და 35 წლის ჯუზეპე დი ნაპოლი, მანქანაში ჩაცხრილეს. როგორც ირკვევა, ქილერები გზაზე მოძრავ მანქანას "სკუტერით" წამოეწივნენ.

ტორე მანქანაშივე გარდაიცვალა, დი ნაპოლიმ გაქცევა სცადა, მაგრამ მკვლელები დაეწივნენ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ პასქუალე ტორე, მარიანო ტორეს ძმაა, რომელიც სამართალდამცველებთან თანამშრომლობდა და რომელიც დაკავშირებულია ლო რუსოს კლანთან. ამ თანამშრომლობამ ნათელი მოჰფინა 17 წლის ჯენი ჩეზარანოს 2015 წელს განხორციელებულ მკვლელობას. ახალგაზრდა გარდაიცვალა ლო რუსოს (შემდეგ პოლიციასთან თანამშრომლობდა) დაკვეთილი "ოპერაციისას", რომელსაც მაფიის ბოსის, ესპოზიტოს მკვლელობა ჰქონდა ნაბრძანები.

თუმცა, პოლიცია სხვა მოტივებსაც განიხილავს, რადგან პასქუალე და მარიანო ანტონიო ტორეს შვილები არიან, რომელიც ანა ტორეს ძმაა, ანა ტორე კი ლო რუსოს მეუღლეა. ანუ მოკლული პასქუალე ტორე ლო რუსოს ცოლის ძმისშვილი გამოდის.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მკვლელობა, სხვა მკვლელობას უკავშირდებოდეს. საუბარია ადგილობრივი დაჯგუფების წევრზე, რომელიც გასული წლის ნოემბერში მოკლეს. 

აღნიშნული მკვლელობა, თავის დროზე,  შეფასებულ იქნა როგორც განხეთქილების ვაშლი "კამორისტების" დაჯგუფებებს შორის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745254584

საზოგადოება

თეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა

 უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...

თეოლოგი ლევან აბაშიძე

1745254500

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე

 საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი

1745254131

ახალი ამბები

თეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე

 უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...

თეოლოგი გიორგი გვასალია

1745250119

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...

პუტინი

1745247202

ახალი ამბები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...

პოლიცია