“მინდა ჩემს ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფდეს” - ნეაპოლელი გულშემატკივარი

"სრულიად უცხო, იტალიელი მამაკაცი, მომენტალურად ისეთი მშობლიური გახდა ჩემთვის. ძველი მეგობრებივით გადავეხვიეთ და ერთმანეთს მეგობრობისთვის მადლობა გადავუხადეთ," - ეს არის ისტორია, რომელიც ნეაპოლში, "ნაპოლი"-"ატალანტას" მატჩის დაწყებამდე გადამხდა, რომელ მატჩსაც ვესწრებოდი, როგორც ExclusiveTV-ის აკრედიტებული ჟურნალისტი. მაშ ასე, ისტორია ასეთია:
"მარშრუტი: ფლორენცია-რომი-ნეაპოლი-ფლორენცია
11 მარტის დღის ლოკაცია: ნეაპოლი
“ნაპოლი”-“ატალანტას” მატჩზე, აკრედიტაცია წინა საღამოს მოვიდა, შესაბამისად, გეგმა მომენტალურად გადალაგდა, საემიგრაციო, ტურისტული, პოლიტიკური, სოციალური ამბებიდან, ტვინი ფეხბურთზე გადაეწყო.
ნეაპოლისა და მატჩის შესახებ ცალკე მოგახსენებთ, მანამდე კი, მინდა ერთი ფერადი და ემოციური ამბის და ამ ფოტოს შესახებ გიამბოთ.
კვარას (კიდევ ერთი) ეფექტი:
მატჩის დაწყებამდე არც ისე ცოტა დრო იყო დარჩენილი, მაგრამ მე და ჩემი კოლეგა მაინც მივიჩქაროდით. მარადონას ლეგენდარულ სტადიონზე პირველად მივდიოდით და არ გვინდოდა თუნდაც ერთი დეტალი გამოგვპარვოდა.
სტადიონის ტერიტორიაზე,
მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინ რომ მიტინგზე სიტუაცია მინახავს, ისეთი ამბავი დაგვხვდა. ჟურნალისტების ტრიბუნამდე გზა გრძელი იყო, სტადიონისთვის წრე უნდა დაგვერტყა, მეტი დამაჯერებლობისთვის და იმ იმედით, რომ მასა გზას დაგვითმობდა, მხრებზე საქართველოს დროშა მოვიხვიე (რა უცნაურად და პირადად ჩემთვის ემოციურად ჟღერს… საქართველოს დროშა, გზამკვლევად წავიმძღვანე).
- ნინა, ნინა…
მომესმა შორიდან და დავინახე როგორ გამოეყო მასას ახალგაზრდა მამაკაცი.
- სიმონე სორენტინო ვარ, კვარაზე შენი გადაცემის ნახვის შემდეგ მე დავწერე კომენტარი რომ ქართული სისხლი მინდა მიჩქეფდეს ძარღვებში.
სრულიად უცხო მამაკაცი, მომენტალურად ისეთი მშობლიური გახდა ჩემთვის. ძველი მეგობრებივით გადავეხვიეთ და ერთმანეთს მეგობრობისთვის მადლობა გადავუხადეთ, სამახსოვრო ფოტო, რა თქმა უნდა ქართული დროშით გადავიღეთ, და ერთმანეთს გამარჯვებისა და მეგობრობის გაგრძელების იმედით დავემშვიდობეთ.
ალბათ, დაგაინტერესათ, რა დამიწერა “ნაპოლის” და კვარას და უკვე საქართველოს დიდმა გულშემატკივარმა ხვიჩაზე გადაცემის კომენტარში:
“დიდმა იტალიელმა მომღერალმა ლუჩო დალამ, რომელიც ბოლონიიდან იყო წარმოშობით, თქვა: ნეტავ არსებობდეს ისეთი ნემსი, რომ გავიკეთო და ნეაპოლელი გავხდეო. მე კი ვიტყვია, ნეტავ არსებობდეს ისეთი გადასხმა, რომ ქართული სისხლი გადავისხა, რომ ჩემს ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფდეს”.
ამ პოსტის წერის დროსაც ყელში ბურთი გამეჩხირა. რატომ გავხდი ასეთი ემოციური? სიმონე, მადლობა, მადლობა მადლობა… და რა თქმა უნდა, მადლობა, კვარა".
ნინა მამუკაძე, სპეციალურად იტალიიდან
1747064205
მსოფლიოტრამპი: ევროკავშირი მრავალი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საზიზღარია
ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადების გაკეთებისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ წლების განმავლობაში „სოციალისტური ჯანდაცვის სისტემების სუბსიდირებას“ ახორციელებდა. „გერმანიაში და ევროკავშირის ყვ...
1747061480
საზოგადოებამეუფე შიო: უფალმა თავისი კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა - გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილი ჩვენი სამშობლო
ჩვენი წინაპრები მუდამ ცდილობდნენ, ეპასუხათ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც, უფალმა თავისი მადლითა და კაცთმოყვარეობით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა და თუ გვინდა, რომ ამიერიდანაც...
1747059274
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყნისგან ითხოვდნენ ევროკავშირიდან ისეთი ნაბიჯების გადადგმას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც შეიძლება იყოს დამღუპველი და დამანგრეველი საქართველოსთვის
ფაქტია, რომ მსოფლიო პოლიტიკური დღევანდელობა არის შეცვლილი. თუკი ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფალნი და ევრო ბიუროკრატები ამ მოცემულობას თვალს არ გაუსწორებენ ბუნებრივია, რომ ისეთი პრო...
1747058510
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმ...
1747057907
სპორტიყაზახეთის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტებიც მონაწილეობდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ბრინჯაოს მედლებს საბ...