მოსახლეობამ, მერიის წინ, გაზისა და ელექტროენერგიის ქვითრები, დემონსტრაციულად დაწვა

„არ გვაქვს კომუნალური გადასახადების გადახდის საშუალება, დავიღალეთ დაპირებებით, ამასობაში კი ფასები გასამმაგდა,“ - უმუშევარმა მოსახლეობამ იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, მატეოტის მოედანზე, ცენტრალური ფოსტის წინ, 2 სექტემბერს, გაზისა და ელექტროენერგიის ქვითრები დემონსტრაციულად დაწვა.
რის შემდეგაც დემონსტრანტებმა სან ჯაკომოს სასახლისკენ გადაინაცვლეს, სადაც ქალაქის მერიაა განთავსებული, უფრო მოგვიანებით კი, ქალაქის საკრებულოს წინ მოაწყვეს გამოსვლა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ საცხოვრებელი პირობების გაუარესება და არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, კომუნალური გადასახადების ზრდა და ფასების მომატება საკვებ, თუ არასასურსათო პროდუქტზე,“ - აცხადებენ დემონსტრატები და განმარტავენ, რომ მოსახლეობა შეწუხებულია უმუშევრობით. ისინი აპროტესტებენ ასევე იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო, სოციალურ დახმარებას არ აძლევს იმ დაუსაქმებელ პირებს, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გასამართლებულნი არიან.აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ, სანამ კონკრეტულ შედეგებს არ დაინახავენ.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
ბათუმელი ახალგაზრდების წარმატება იტალიაში
დედამ ჩვილი ფეხსაცმლის ყუთით საავადმყოფოს კართან დატოვა - რა სასჯელი ელის?
1745254584
საზოგადოებათეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა
უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...
1745254500
საზოგადოებაარქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე
საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...
1745254131
ახალი ამბებითეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე
უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...
1745250119
მსოფლიოპუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...
1745247202
ახალი ამბებიქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...