“ორსულობისა და ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, არალეგალს თავისუფლად შეუძლია გააკეთოს იტალიური ბინადრობის ნებართვა, ანუ გახდეს ლეგალი” - ფიქრია კუჭუხიძე

უცხო ქვეყანაში მცხოვრებ არალეგალებს, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ქართველებზე, ხშირად იმაზე მეტი უფლება აქვთ მიმღებ ქვეყანაში, ვიდრე წარმოუდგენიათ, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის, ასევე ენობრივი ბარიერის გამო, შესაძლებლობას, რომ მათი უცხო ქვეყანაში ყოფნა ლეგალური გახადონ, ხელიდან უშვებენ.

მაგალითად, არალეგალ ქალს, თუ ის ორსულად არის, უფლება აქვს მოითხოვოს დროებით ბინადრობის ნებართვა და შემდეგ, რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში, მისი კონვერტირება მოახდინოს სამუშაო მოტივით ბინადრობის ნებართვაში.

საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე სწორედ ამის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:

"უსაბუთო ორსული ქართველი ქალბატონი იტალიაში - მას აქვს უფლება მოითხოვოს ბინადრობის ნებართვა სამკურნალო მოტივით (Permesso di soggiorno per cure mediche) და მშობიარობის შემდეგ, სანამ საბუთს ვადა გაუვა, გადაავადოს და გააკეთოს მოთხოვნა ბინადრობის ნებართვაზე მოტივით არასრულწლოვანის თანმხლები პირი (Permesso di soggiorno per assistenza minori). ამის გაკეთება შეუძლია როგორც მარტოხელა დედას, ასევე ორივე მშობელს, თუ ორივე სახეზეა.

უპირობო მოთხოვნაა, რომ მშობლებს არ უნდა ჰქონდეთ სამართალდამცველებთან პრობლემა. ეს ხელის შემშლელი ფაქტორია ამ  კატეგორიის "პერმესოსთვის". ამ 6 თვიანი საბუთით პირს აქვს გადაადგილების უფლება მის ქვეყანაში!

"პერმესოსთან" ერთად გვარდება სხვა საბუთებიც: მისამართზე ჩაწერა, იტალიური პირადობის მოწმობა, ფისკალური კოდი და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ  საბავშვო 2 წლიანი "პერმესოს" აღების შემდეგ, შვიდ თვეში ამ საბუთის გადაცვლა უპრობლემოდ არის შესაძლებელი სუბორდინირებულ სამუშაო ბინადრობის ნებართვაზე (Permesso di soggiorno subordinato per lavoro). მთავარია,  პირს ჰქონდეს სამუშაო ხელშეკრულება."

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794738083

ახალი ამბები

ლანჩხუთში მატარებელი ავტომანქანას დაეჯახა – არის მსხვერპლი

ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომანქანას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავგტომანქანის მძღოლი. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაც...

ავტომანქანას დაეჯახა

1794736175

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სერ ბანი იასის ფორუმში

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონა...

მაკა ბოჭორიშვილ

1794734788

ახალი ამბები

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველ...

მარნეულის მუნიციპალიტეტი

1794733725

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...

აშშ -ს პრეზიდენტი

1794727872

ახალი ამბები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი