ქართულ-იტალიური დუეტი “ლალიმბერტი”, მალე “სულიკოს” იტალიურ ვერსიას შემოგვთავაზებს (ვიდეო)
იტალიაში მოღვაწე ქართულ-იტალიურ დუეტი „ლალიმბერტი“, სასიამოვნო სიახლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: „17 დეკემბრიდან ყველა Music Store-ში დუეტი “ლალიმბერტი“ - და სიმღერა „სულიკოს“ სრული ვერსია - ბარბარობა დღეს, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის მოსაგონებლად.“
სულ მალე, დუეტი მსმენელს „სულიკოს“ იტალიურ ვერსიასაც შესთავაზებს, რომლის ტექსტის თარგმანიც, პაოლო სტატუტის ეკუთვნის.
დუეტ „ლალიმბერტის“ სულისჩამდგმელები, დუჩო ლიმბერტი და ლალი ბურდული, იტალიაში, ტოსკანას ერთ-ერთ ულამაზეს პატარა ქალაქ პოჯიბონსში ცხოვრობენ. დუჩომ და ლალიმ ბედი ერთმანეთს წლების წინ დაუკავშირეს. იტალიელი ხელოვნის ცხოვრებაში, რომელიც დაბადებიდან უსინათლოა, მუსიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როდესაც დუჩო ლიმბერტის უსმენ, გიჩნდება განცდა, რომ თითქოს მელოდიით ეფერება სამყაროს.
წყვილი ერთმანეთს სწორედ მუსიკის სიყვარულმა დააკავშირა. მათ ჯვარი რამდენიმე წლის წინ დაიწერეს. დუჩო მართლმადიდებლური წესითაც მოინათლა. როგორც თავად ამბობს, მოინათლა, რათა სიცოცხლის ბოლომდეც და მარადიულობაშიც, საყვარელი მეუღლის გვერდით დარჩნილიყო. ასე შეიქმნა ლალისა და დუჩოს ქართულ-იტალიური ოჯახი და დუეტი „ლალიმბერტი“. დუეტის რეპერტუარში არის როგორც იტალიური და ქართული, ასევე რუსული, ინგლისური, ბერძნული, ფრანგული, ესპანური და ნეაპოლიტანური სიმღერები.
სანამ ამ არაჩვეულებრივი დუეტის შესახებ სხვა სიახლეებსა და მეტ ინფორმაციას მოგაწვდიდეთ, გთავაზობთ "ლალიმბერტის" მიერ იტალიურ ენაზე შესრულებულ "კართან მოდგა შემოდგომა"-ს. სიმღერის ამ ვერსიამ, ქართულ ემიგრაციულ საზოგადოებაში, დიდი მოწონება და სიყვარული ხვდა წილად.
ნინა მამუკაძე
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...































