ქართველი ემიგრანტები პროტესტის ნიშნად ნაპოლის ქართულ ტაძართან იკრიბებიან - „გთხოვთ დავეხმაროთ ემიგრანტ დედას შვილის პოვნაში.“

ამ წუთებში, ქართველი ემიგრანტები იტალიაში, ქალაქ ნაპოლში მომხდარი შემთხვევის გამო, პროტესტის ნიშნად ქუჩაში საპროტესტო აქციას აწყობენ. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
პროტესტი, ორი დღის უკან გაუჩინარებულ, სალომე ტეტუნაშვილის ამბავს უკავშირდება. ტეტუნაშვილი, რომელიც ნაპოლში მოხუცი ქალბატონის მომვლელად მუშაობდა, 22 იანვარს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა.
გავრცელებული ინფორმაციით ტეტუნაშვილს უკანასკნელი სატელეფონო საუბარი, მეგობართან დღის 16:00 საათზე ჰქონდა და მას შემდეგ კავშირი შეწყდა.
ამ დროისთვის, ნაპოლის ქართულ ტაძართან შეკრებილი რამდენიმე ემიგრანტი, ქართველ ემიგრანტებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
„ნაპოლის ქართველებო, ყველას მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამოდით ქართულ ტაძართან, ყველანი აბსოლუტურად. გეტკინოთ სხვისი ტკივილი, ყველას თავს შეიძლება ასეთი ამბავი მოხდეს, ძალიან გთხოვთ ყველანი გამოდით. ბევრნი ვართ და დავუდგეთ გვერდით ამ ქალბატონს, რომ შვილი ვაპოვნინოთ", - მოუწოდებს ერთ-ერთი ემიგრანტი საზოგადოებას.
იმავე თემაზე:
📌 დაიკარგა! - იტალიაში ქართველ გოგოს ეძებენ!
📌 ახალი დეტალები იტალიაში, გაუჩინარებული ქართველი გოგოს შესახებ
📌 ნეაპოლში კიდევ ერთი გარდაცვლილი ქართველი იპოვეს - ის სალომე ტეტუნაშვილი არ არის
📌 ოთხი გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი ერთ კვირაში - რა ხდება ნაპოლში?
1745254584
საზოგადოებათეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა
უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას. „უმთავრე...
1745254500
საზოგადოებაარქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე
საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...
1745254131
ახალი ამბებითეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე
უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...
1745250119
მსოფლიოპუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...
1745247202
ახალი ამბებიქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...