რატომ აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში - ყალბი პასპორტების საქმე
საქართველოს მოქალაქეები, ხშირად ევროპის თუ სხვა ქვეყნებში გადასვლის მიზნით სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ.
იტალიის საემიგრაციო სამსახურის - კვესტურის, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიულ კლინიკების აკრედიტებული ქართველი თანამშრომელი, ტორინოში მცხოვრები ცირა სურმავა, იტალიაში მცხოვრებ თანამემამულეებს საჭირო და მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს.
exclusivetv.ge-ს მკითხველს ვთავაზობთ ქართველი თარჯიმნის პასუხს ჩვენს კითხვაზე:
„უკვე მეოთხე შემთხვევაა, რაც ტურინის აეროპორტში (კაზელლე) ინგლისში არალეგალურად გადასვლის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. დოკუმენტი, რითაც ქართველები საზღვრის კვეთას გეგმავენ იმდენად უხარისხო ნამუშევარია რომ პასპორტის შემოწმებამდე (გამწვანებამდე) უკვე აღძრულია საქმე.
მათთან, 3 წუთიანი გასაუბრების დროს ვცდილობ რჩევა მივცე, მაგრამ უკვე დაკავებულები არიან და გვიან არის.
მიმდინარე წლის თებერვალში ოთხი გამოძახება მქონდა ტორინოს აეროპორტის პოლიციიდან. საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ ყალბი პასპორტებით საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას. ეს არის ძირითადად ლატვიის პასპორტები. პასპორტი უნდა გამწვანდეს შემოწმებისას, მაგრამ ამ პასპორტების ხარისხი, ისე ცუდია რომ მესაზღვრეები ხელის შეხებითაც ცნობენ, მის არავალიდურობას.
პირებს, ვინც ინგლისში გადასვლას ყალბი პასპორტით ცდილობს, საქართველოს პასპორტი ან დატოვებული აქვთ სადმე ან თან არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში, მათ რამდენიმე თვე ციხე ემუქრებათ. თუ საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის სურვილის მქონე პირი, მესაზღვრესთან ქართულ პასპორტს წარადგენს, მოხდება მათი იდენტიფიცირება და სასამართლო პროცესიდან განთავისუფლდებიან. რა თქმა უნდა თუ პროცესი ექსცესების გარეშე ჩატარდა. ამ ფორმით, ისინი დეპორტსაც ასცდებიან და ტურისტულად მუდამ შეძლებენ იტალიაში შემოსვლას.
სამწუხაროდ, გამოძახებაზე მისულს, პოლიციის უფროსმა მითხრა, რომ ბოლო დროს ინგლისში ყალბი პასპორტით გადასვლის სურვილი მქონე ქართველების რაოდენობა საგრძნობლად მომრავლდაო.
ცხადია ყალბი პასპორტებით სარგებლობას არავის ვურჩევ, მაგრამ რადგან ნებსით თუ უნებლიეთ ამ გზას ირჩევენ, გაითვალისწინონ და თან იქონიონ ქართული პასპორტიც.“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ცირა სურმავამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიის პოლიცია დღეიდან ელექტროშოკური იარაღის გამოყენებას იწყებს
📌 იტალიის პრემიერის, მარიო დრაგის ძმა ავარიაში მოყვა
📌 Green Pass-ი - 31 მარტიდან იტალიაში შეზღუდვების ნაწილი უქმდება
📌 იტალიაში პური და პასტაც გაძვირდა
📌 იტალიაში, მომატებული ფასების გამო, მოსახლეობამ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ქურდობა დაიწყო
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































