რატომ მოკლა მდგმურმა 23 წლის გოგო - ნეაპოლი

"ხმებმა მითხრეს, რომ მე ეს უნდა გამეკეთებინა" - განუცხადა 31 წლის ელპიდიო დ'ამბრამ პოლიციას აღიარებითი ჩვენებისას და ამით, 23 წლის როზა ალფიერის მკვლელობა დაადასტურა.
გოგონა რამდენიმე დღის წინ, საკუთარი მამის სახლში, რომელსაც მკვლელი ქირაობდა, დამხრჩვალი იპოვეს. დ'ამბრამ მკვლელობა აღიარა, მაგრამ უარყოფს სექსუალურ ძალადობას, როგორც ეს ბრალდების ოქმში წერია.
ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მან გოგონა სახლში შეიხმო, კომუნალური გადასახადის ქვითრებზე ინფორმაციის საკითხავად. საუბრისას კი ჩაესმა ხმები, რომლებიც მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ.
დ'ამბრამ ასევე აღიარა, რომ მუდმივად მოიხმარს კოკაინს და მკვლელობის დღესაც დოზა მიღებული ჰქონდა. მკვლელი ესპანეთიდან ახალი დაბრუნებული იყო, სადაც ასევე ჰქონდა პრობლემები კანონთან.
პოლიცია აუტოფსიის შედეგს ელოდება, მაგრამ წინასწარ მოკვლევით, მამაკაცმა გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა და უარის შემდეგ დაახრჩო. დიდი ალბათობით პირი ნაჭრით დაუფარა, რომ გოგონას ყვირილი მეზობლებს არ გაეგოთ.
მსხვერპლის ნათესავის თქმით, ოჯახს ეჭვი არ ეპარება, რომ მკვლელმა როზას გაუპატიურება სცადა და ამას მსვერპლის ყელზე ნაკაწრებიც მოწმობს.
1745144824
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-...
1745144612
საზოგადოებაკახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!
თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამის პოსტს კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდ...
1745143727
მსოფლიოდიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuter...
1745141357
საზოგადოებალევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ
გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...
1745136802
საზოგადოებათბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...