Ricongiungimento familiare - ოჯახის შემოერთება იტალიაში - კითხვებზე პასუხი (VIDEO)

იტალიაში ცხოვრობთ და გსურთ ოჯახის გაერთიანება? ეს გახლდათ ExclusiveTV-ის იტალიის ბიუროს პროექტ “მედია გზამკვლევის” საემიგრაციო საკითხებში (იტალია) მორიგი Facebook ჩართვის თემა, რომელიც 25 მარტს, 21:00 საათზე გავიდა ეთერში და რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გადაცემის წამყვანმა და სტუმარმა, მაქსიმალურად ამომწურავად ისაუბრეს საკითხის ირგვლივ, მაგრამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, გადაცემის კომენტარებში არაერთი შეკითხვა დაისვა. ჩვენ, ყოველთვის გამოვდივართ მკითხველის ინტერესიდან, ამიტომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხს წერილობით გთავაზობთ.
კითხვა-პასუხის ბოლოს, გთავაზობთ გადაცემის ჩანაწერს, სადაც დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ თემას. მაშ ასე:
გადაცემის თემა: ოჯახის შემოერთება - Ricongiungimento familiare
წამყვანი: ჟურნალისტი ნინა მამუკაძე
სტუმარი და თანაწამყვანი: მედიატორი და თარჯიმანი მაკა ხაჩოშვილი
– თუ შეიძლება გავუკეთო Permesso di soggiorno დედისერთა სრულწლოვან შვილს, თუ ის ცოლშვილიანია?
- არ არის შესაძლებელი.
- 6 შვილი მყავს, ობლები, როგორ შეიძლება მათი თანაცხოვრება ჩემთან?
- თუ შვილები სრულწლოვანები არიან, მაგ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოთ, რომ შრომისუუნარონი არიან; არასრულწლოვანების შემთხვევაში, მხოლოდ თქვენი რეკვიზიტები იქნება საჭირო, რომელზეც ვიდეოში ვსაუბრობთ.
- ბინადრობის საბუთის აღებამდე (ვარ მოლოდინში), შეიძლება განაცხადის გაკეთება?
- თუ პირველი განაცხადია არ შეგიძლიათ, საბუთს უნდა დაელოდოთ. განახლების პროცესში თუ ხართ და ქვესტურიდან აღებული გაქვთ შესაბამისი ქვითარი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ.
- ნასამართლევზე თუ შეიძლება ოჯახის შემოერთების გაკეთება?
- თუ გულისხმობთ, რომ მეუღლეა ნასამართლევი, უფლება გაქვთ ოჯახის გაერთიანების, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მეუღლეს ქვეყნის (საქართველოს) დატოვების შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეს.
- საფრანგეთიდან მინდა იტალიაში ჩამოსვლა, ვგულისხმობ დუბლინის თემას.
- შეგიძლიათ იტალიაში გააგრძელოთ საქმის წარმოება, უპრობლემოდ.
- შესაძლებელია თუ არა, სრულწლოვან შვილს გაუკეთო შემოერთება თუ ის დედისერთა?
- სრულწლოვანი შვილი თუ შრომისუნარიანია არა.
- დედისთვის და ძმისთვის შემიძლია აღნიშნული მოტივით საბუთის გაკეთება?
- შეგიძლიათ, თუ დედას არავინ ჰყავს, ვინც მის სასიცოცხლო პირობებს უზრუნველყოფს (დასაბუთებული), ან 65 წელს არის გადაცილებული, ძმის შემოერთება არ შეგიძლიათ.
- როცა მინდა ოჯახის გაერთიანება (მეუღლის), მოწვევამდე შეიძლება ჩამოვიდეს იტალიის ტერიტორიაზე?
- უმჯობესია, საქართველოში დაელოდოს მოწვევას.
- მაქვს Permesso di soggiorno lungo periodo, თუ შემიძლია არასრულწლოვანი შვილიშვილისთვის დროებითი "პერმესოს" გაკეთება და აქ სკოლაში მიყვანა, თუ კი გავუკეთებ "ოსპიტალიტას" ოჯახში, მაქვს გენერალური მინდობილობა მამით ობოლია ბავშვი.
- ოჯახის გაერთიანების მოტივით საბუთს ვერ გაუკეთებთ, მაგრამ Ბავშვი შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ, უპრობლემოდ Შეიყვანოთ სკოლაში და 31-ე მუხლის შესაბამისად აწარმოოთ საბუთის მოთხოვნა.
- ვარ იტალიაში და ვაკეთებ “პერმესოს“ თუ შემიძლია მეუღლის და სამი მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანა და თუ ექნებათ აქ ცხოვრების უფლება?
- Საბუთს რომ აიღებთ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ, თუ შესაბამისი რეკვიზიტები გექნებათ, რომლებზეც გადაცემაში ვსაუბრობთ.
- ვიმყოფები იტალიაში, კერძოდ რეჯო-ემილიაში, 18 წელია აქეთ ვარ. მყავს ტყუპისცალი, რომელიც წავიდა საქართველოში. პრობლემები ჰქონდა ოჯახური, ვერ დაბრუნდა დროზე, გაუვიდა ვადა საბუთს. ჰქონდა „პერმესო დი სოჯორნო“, რომელსაც ანახლებდა ორ წელიწადში ერთხელ. უკვე უწევდა ხუთწლიანი. აქვს იტალიური პირადობის მოწმობა. თუ შეუძლია ჩამოსვლა და საბუთის განახლება. ივლისში ერთი წელი გახდება საბუთის ვადის გასვლიდან...
- განახლება არ შეუძლია სანამ არ გაასაჩივრებს განაცხადით და დასაბუთებული მიზეზით რატომ არ იმყოფებოდა აღნიშნულ პერიოდში იტალიის ტერიტორიაზე.
- 800-ევროიანი სამუშაო კონტრაქტით თუ შეიძლება გავაკეთო 14 წლის ბავშვზე და მეუღლეზე ერთდროულად შემოერთება?
- უნდა მოხდეს შემოსავლის წლიური დაანგარიშება და თუ აკმაყოფილებს შემოსავალი ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია.
- ოჯახის შემოერთებისას „ოსპიტალიტა“ საკმარისია, თუ ჩაწერა, იგივე „რეზიდენცაა“ საჭირო?
- საკმარისია სტუმარმასპინძლობის საბუთი, იგივე „ოსპიტალიტა“.
1745148150
მსოფლიოკიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...
1745144824
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-...
1745144612
საზოგადოებაკახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!
თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამის პოსტს კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდ...
1745143727
მსოფლიოდიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuter...
1745141357
საზოგადოებალევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ
გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...