რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომი იტალიელებს აშინებს - სად არის ბუნკერები იტალიაში

რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა იტალიელების ცნობისმოყვარეობა გაზარდა იმ ადგილების არსებობის შესახებ, რომლებშიც პოტენციურად თავშესაფრები არის განთავსებული. 
 
რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული ომი იტალიელებს აშინებს. ვერსიამ, რომელიც ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონფლიქტი სხვა სახელმწიფოებზეც გავრცელდება, გაზარდა შიში იმისა, რომ კონფლიქტში შესაძლოა ჩვენი ქვეყანაც იყოს ჩართული. - სტატიას, იტალიელი ხალხის შიშებსა და ცნობისმოყვარეობაზე, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამავდროულად, იმატა ცნობისმოყვარეობამ ბუნკერების არსებობის შესახებ, რომლებიც, პოტენციურად შეიძლება კვლავ თავდაპირველი ვერსიით იქნეს გამოყენებული იმის შიშით, რომ ომმა შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული თავდასხმები.

ზოგიერთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საიტებზე ბუნკერიანი სახლების რამდენიმე რეკლამა უკვე გამოჩნდა. 28 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მეოთხე დღეს, „Immobiliare.it“-მა გამოაქვეყნა 2012 წლის პრესრელიზის ჩანაწერი, რომელშიც საუბარი იყო ბირთვული ბუნკერების გაყიდვასთან დაკავშირებით.

„ბუნკერბზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, მაგრამ ამ დღეებში ის ნამდვილად გაიზარდა“, - ამბობს უსაფრთხოების მიმართულების სპეციალიზებული კომპანიის ხელმძღვანელი.

იტალიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალი საჯარო ბუნკერი და ისტორიული თავშესაფარი აშენდა. 

სად მდებარეობს  ბუნკერები რომში?

ყველაზე ცნობილი ბუნკერი ვილა ტორლონია, დღეს ის საჯარო პარკია, მაგრამ ოდესღაც ბენიტო მუსოლინის რომაული რეზიდენცია გახლდათ. ვილა ტოლონიას მშენებლობის სამუშაოები 1942 წელს დაიწყო, რომლის მიზანი, მუსოლინის და მის ოჯახს,  თავი დაეღწია დაბომბვისგან. ცილინდრული სტრუქტურა, განლაგებულია მიწის სიღრმეში ექვსი მეტრის ქვეშ და დაცულია ოთხი მეტრი რკინაბეტონით. ეს ბუნკერი  მუსოლინის არასოდეს გამოუყენებია.  ვილა ტორლონია დღეს ღიაა საზოგადოებისთვის და ტურისტებისთვის, რომელსაც გიდი ემსახურებათ.

ასევე რომში, არის კიდევ ერთი ისტორიული თავშესაფარი, მეფე ვიტორიო ემანუელე III-ის მიერ აშენებული 1940-1942 წლებში - ვილა ადას ტერიტორიაზე. ბუნკერი 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს კი საზოგადოებისთვის ღიაა. 

სად არის ბუნკერები მილანში?

მილანის ყველაზე ცნობილ ბუნკერებს შორის არის თავშესაფარი 87, რომელიც აშენებულია ბოდიოს გავლით, ჯაკომო ლეოპარდის დაწყებითი სკოლის ქვეშ. სხვა თავშესაფრები განლაგებულია via Gioia-ში, ცენტრალურ სადგურთან ახლოს და Via Cesare Battisti-ში. ბრედას ბუნკერები, უფრო ზუსტად ბრედას V აერონავტიკული განყოფილების საზენიტო თავშესაფრები, წარმოდგენილია მილანის ჩრდილოეთ პარკის აღმოსავლეთ სექტორში.

ეს არის საჰაერო თავშესაფრები მფრინავების და მუშაკებისთვის, სადაც 40 ადამიანის განთავსება, მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში, ჟანგბადის ამოწურვამდე შეიძლებოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ბუნკერები დავიწყებას მიეცა, მანამ, სანამ შემთხვევით არ აღმოაჩენდნენ. დღეს მილანის ბუნკერები ღია ადგილებია, სადაც ღონისძიებები, გამოფენები და კულტურული ინიციატივები ხორციელდება. 

არის თუ არა თავშესაფრები ან ბუნკერები ტურინში?

დიახ. ორმოცი მეტრი სიგრძის, 4,5 სიგანის და 3,30 სიმაღლის მქონე ბუნკერები მდებარეობს ტურინის Piazza Risorgimento-ს ქვეშ. ისინი მიატოვეს ომის დამთავრებისთანავე და კვლავ გაიხსნა საზოგადოებისთვის 1995 წელს. იქ მოთავსება 1150-მდე ადამიანს შეეძლო. უფრო პატარა, მაქსიმალური ტევადობით 50 ადამიანზე იყო გათვლილი. ასევე არის ტურინის თავშესაფარი, რომელიც აშენებულია Palazzo Civico-ს ქვეშ, ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობის ადგილზე. იგი მიწის ქვეშ ათი მეტრის სიღრმეში მდებარეობს, ხოლო მისასვლელი გვირაბი ოცდაათი მეტრი სიგრძისა და 1,80 მეტრის სიმაღლის გახლავთ.

ნეაპოლსაც აქვს მიწისქვეშა ბუნკერები?

ნეაპოლში, დღეს შესაძლებელია ფერდინანდ II ბურბონის მიერ, 1853 წელს აშენებული გვირაბის მონახულება. იგი გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც თავშესაფარი ნეაპოლელებისთვის, რომლებიც დაბომბვისას თავშესაფარს ეძებდნენ.

აქვს თუ არა ქალაქ პალერმოს ბუნკერები ან თავშესაფრები?

პალერმოში, ერთ-ერთი თავშესაფარი მდებარეობს Palazzo delle Aquile-ში, მუნიციპალიტეტის ადგილსამყოფელი. საჰაერო თავშესაფარი აღჭურვილი იყო ავტონომიური განათების სისტემით, სველი წერტილებით და ვენტილაციის სისტემით. ის ორასამდე ადამიანს იტევდა. მას ჰქონდა სამი შესასვლელი Piazza Pretoria-დან და ერთი Palazzo delle Aquile-დან, ერთადერთი, საიდანაც ამჟამად შესაძლებელია შესვლა. ის პერიოდულად ღიაა ვიზიტორებისთვის. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალია ზაფხულის დროზე გადადის

📌 რატომ აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში - ყალბი პასპორტების საქმე

📌 იტალიის პოლიცია დღეიდან ელექტროშოკური იარაღის გამოყენებას იწყებს

📌 იტალიის პრემიერის, მარიო დრაგის ძმა ავარიაში მოყვა

📌 Green Pass-ი - 31 მარტიდან იტალიაში შეზღუდვების ნაწილი უქმდება

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732458495

სოციალური მედია

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე შვილის ფოტოს აქვეყნებს

კლუბ „ვალენსიას“ მეკარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია. ცოტა ხნის წინ გიორგიმ...

გიორგი მამარდაშვილ

1732455569

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: ვერ დამაჯერებთ რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, სამშობლო უყვარს, არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა, საჭიროებაა და გამოსაყენებელია შენთვის ეს ქვეყანა

„ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავ...

მამაო

1732451714

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია ვაშაძის მიერ გიორგობის მილოცვაზე: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს შუბს ურტყამს, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, სადამდე არიან დასულები?!

გუშინ მანახეს ასეთი რამ: წმინდა გიორგი გაშარჟებული ჰყავდათ, შავ წერტილს წმინდა გიორგი შუბს ურტყამს. სადამდე დავიდნენ, წმინდა გიორგისაც რომ პოლიტიკოსად გამოიყენებ, წარმოიდგინეთ. სადამდე არიან ეს ხალხი...

მამა შალვა კეკელია

1732449312

ახალი ამბები

გურჯაანში 2 ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა.   არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია 2 ადამიანი. მოკლულების ასაკი 30 წლამდეა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაზე უცნ...

პოლიცია

1732446829

სოციალური მედია

ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი დაბადების დღიდან კადრებს გვიზიარებს

ქართველი ინფლუენსერი ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და საზოგადოებას ულამაზეს კადრებს უზიარებს ხოლმე. ანანო 21 ნოემბერს იუბილარი იყო, იგი 32 წლის გახდა....

 ანანო სახელაშვილი