თბილისში პირველად “იტალიის საელჩოს თასი” იმართება

"იტალიასა და საქართველოს შორის სპორტული კავშირების გაღრმავება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრობის გაძლიერება" - ეს არის კიდევ ერთი ღონისძიების განხორციელების მიზანი, რომლის შესახებ ინფორმაციასაც იტალიის საელჩო თბილისში ავრცელებს:

"იტალიასა და საქართველოს საფეხბურთო მეგობრობა - თბილისში პირველად იმართება „იტალიის საელჩოს თასი“

საქართველოში იტალიის საელჩოსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ერთობლივი ინიციატივით, თბილისში ფუტსალის ტურნირი იმართება (ორ ასაკობრივ კატეგორიაში, U15 და U12).

გამარჯვებულ გუნდებს შესანიშნავი პრიზები ელით, მათ შორის, იტალიის საელჩოს ერთ-ერთი სპონსორი კომპანიის მიერ დამზადებული სპორტული ფორმა და იტალიის დროშის გამოსახულებიანი მაისურები.
ტურნირში მონაწილეობენ ისეთი გუნდები, როგორიცაა სახელგანთქმული მილანის „ინტერის“ პროექტის ფარგლებში დაფუძნებული და სამხრეთ კავკასიაში პირველი „ინტერის აკადემია“; „ვიკინგები“;

სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია და CFF გლდანის აკადემია. „ინტერის საქართველოს აკადემიასთან“ დაძაბულ მატჩში გამარჯვების შედეგად, U15 კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „ვიკინგები“.  U12 კატეგორიის გუნდების მატჩები გაიმართება ხუთშაბათს, თბილისის სპორტულ კომპლექსში „არენა“.
ქართველმა მოზარდებმა შეჯიბრის მიმართ დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს, რაც იტალიური ფეხბურთის მიმართ ქართული საზოგადოების სიყვარულს ადასტურებს. ასევე, დიდია ინტერესი საქართველოში იტალიური გუნდების აქტივობისა და იმ თანამშრომლობისადმი, რომლის მიზანს ადგილობრივი ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს.

იტალიის საელჩო საქართველოში მიესალმება ამ ენთუზიაზმს, რომელიც შესანიშნავად ეხმიანება ახალი ინიციატივის მიზანს - იტალიასა და საქართველოს შორის სპორტული კავშირების გაღრმავებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრობის გაძლიერებას," - აცხადებს იტალიის საელჩო თბილისში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794652194

ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გა...

 ლევან ხაბეიშვილი

1794650718

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ ქართული ნიურნბერგის პროცესზე თავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ თავს ქართული ნიურნბერ...

დავით მათიკაშვილი

1794649001

ახალი ამბები

15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი...

წვიმა, ქარი და მდინარეებზე წყალმოვარდნები

1794646973

ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაჭრილ-დაშავებული სამხედროები დააჯილდოვა

თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძ...

თავდაცვა

1794644747

ახალი ამბები

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ახალგაზრდა ბიჭი ლიანდაგებში ჩავარდა - ის ადგილზე დაიღუპა

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ახალგაზრდა ბიჭი ლიანდაგებში ჩავარდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა კაცი მალევე ამოიყვანეს, თუმცა უკვე დაღუპული იყო. გავრცელებული ინფორმაციით,  ის, სავარაუდოდ, არაფხიზ...

ზოგადი