“თქვენ დაგაკავებენ და დაგაბრუნებენ“ - იტალიის პრემიერ მინისტრის მიმართვა უკანონო მიგრანტებს
დღეს იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯა მელონმა ვიდეო მიმართვაა გაავრცელა სადაც ის იტალიაში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს მიმართავს. მან ჯერ განმარტა თუ რა ხდება აფრიკაში და შემდეგ კი ურსულა ფონ დერ ლეიენი ლამპედუზაში მიიწვია. მიგრანტებს კი მიმართა: „დაგაკავებენ და გაგაბრუნებენ“.
“ხმის აწევის დროა“ - აღნიშნა პრემიერმა. მელონი მთელ თავის სიმტკიცეს ავლენს ლამპედუზაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც ბოლო რამდენიმე დღეში ათასობით მიგრანტი შევიდა და მიგრანტების რაოდენობამ ახალ რეკორდს მიაღწია.
პრემიერის განცხადებით, იტალიის მთავრობა რეპატრიაციის ახალი ცენტრების (Cpr-ის) მშენებლობას იწყებს, „რადგან არსებული ცენტრები მზარდი ემიგრაციის ფონზე საკმარისი არ რაის“ - განმარტავს მელონი.
„მიგრაციული ზეწოლა, რომელსაც იტალია განიცდის ამ წლის დასაწყისიდან, არამდგრადია. სიტუაცია აფრიკაში ძალიან რთულია და შესაძლოა ათობით მილიონმა ადამიანმა უკეთესი მომავალი ევროპაში ეძებოს", - ამბობს მელონი და განმარტავს, რომ „იტალია ვერ მიესალმება ხალხის ამ უზარმაზარ მასას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრეფიკინგი იმართება კრიმინალების მიერ. მთავრობა არჩევის დღიდან მუშაობდა ამ პრობლემის სტრუქტურული გზით გადასაჭრელად, რათა შეეჩერებინა ადამიანებით ვაჭრობა და მასობრივი არალეგალური იმიგრაცია, რაც შავით-თეთრზე გარკვევით წერია ევროპის საბჭოს დასკვნებში".
" როგორ მიიღწევა ეს? - კითხულობს პრემიერ მინისტრი - ევროპული მისიით, ჩრდილოეთ აფრიკის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, შეაჩერონ გემების გამგზავრება, გადაამოწმონ, ვის აქვს ან არა თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. ამავდროულად, ინვესტიციებია საჭირო აფრიკის ეკონომიკის განვითარებისთვის“.
„აქტიური მუშაობის წყალობით ჩვენ ლიბიიდან გასვლას ვაკონტროლებდით, მაგრამ ამასობაში ტუნისში მდგომარეობა გაუარესდა. მთავრობა მუშაობს ევროპასა და ტუნისს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ევროპის სხვა ნაწილი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა. ვფიქრობ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ყოველდღიურ მცდელობაზე რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტუნისში არის მჩაგვრელი რეჟიმი, რომელთანაც შეთანხმება არ შეიძლება, თუნდაც განაცხადონ, რომ ტუნისი არ არის უსაფრთხო თავშესაფარი. ამას ემატება ისიც, რომ შეთანხმებული 250 მილიონი ევრო ტუნისში ჯერ არ არის გადარიცხული ."
იტალიის პრემიერ-მინისტრი განმარტავს რომ მოთმინების დრო ამოიწურა, რადგან იტალიაში მიგრანტების შემოდინებამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია:
„პირველ რიგში, მივწერე ევროკომისიის პრეზიდენტს და ვთხოვე ჩემთან ერთად ლამპედუზაში ჩავიდეთ, რათა გაიგოს რა ვითარება გვაქვს და დაუყოვნებლივ დააჩქაროს ტუნისთან შეთანხმების განხორციელება და შეთანხმებული რესურსების გადაცემა; ასევე მივწერე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ვთხოვე მიგრაციის საკითხი ოქტომბრის შეხვედრის დღის წესრიგში შეიტანოს. ჩემი განზრახვაა, რომ სასწრაფოდ საჭიროა აიკრძალოს ნავებით ადამიანთა უკანონო მიგრაცია“.
პრემიერის განმარტებით - „ორშაბათს მინისტრთა საბჭოს მიერ თავდაცვის უწყებას მიენიჭება მანდატი, შექმნას საკმარისი სტრუქტურები არალეგალური ემიგრანტების დასაკავებლად. „ ნუ ენდობით ტრეფიკიორებს, რადგან ისინი დიდ ფულს გთხოვენ, ჩაგსვამენ გემებში, რომლებიც არ არის აღჭურვილი და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ იტალიაში არალეგალურად შეხვალთ დაგაკავებენ და უკან დაგაბრუნებენ. ჩვენი მდგომარეობა არ გვაძლევს არაფრის გაკეთების საშუალებას“.
ExclusiveTV - იტალია
1794755991
ახალი ამბებიშიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად
სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...
1794753088
მსოფლიორუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...
1794750294
ახალი ამბებისაახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
16 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, შპს „თბილსერვის ჯგუფი” ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრ...
1794748751
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი მეუფე გიორგი ჯამდელიანს: მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ხელისუფლება გააკრიტიკოს, საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენსა და მეუფე იობის საჯარო განცხადებებს უპასუხონ
მეუფე გიორგი, მეუფე იობს სრული უფლება აქვს, ქადაგებისას ქვეყნის პრობლემებზე ისაუბროს და ხელისუფლება გააკრიტიკოს, ისევე, როგორც ამას თქვენც აკეთებთ. საქართველოს მოქალაქეებს კი აქვთ სრული უფლება, თქვენს...
1794744258
ახალი ამბებიგია ვოლსკი – „ეკონომიკური ზრდის ანალიზი არა მარტო იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ შეძლო, გაეძლიერებინა თავისი ბიუჯეტი, არამედ იმ ასპექტითაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სტაბილურობა შეინარჩუნა“
რეალურად, ბრიუსელს სურს თავისი პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მოლდოვის, უკრაინის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე. ეს იმდენად აშკარაა, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ამან სერიოზული რყევა გამოი...































