ვატიკანში, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა
ვატიკანში, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა
ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში, გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას მიეძღვნა.
მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლონი და ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი.
სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის განსაკუთრებულ წვლილს საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობათა განვითარებაში.
„დღეს ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და აღვნიშნავთ საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, რომელიც დაკავშირებულია ისტორიის მრავალი მოვლენით და ღრმად არის ფესვგადგმული ქრისტიანულ კულტურაში", - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
მისივე თქმით, ორი სუვერენული სახელმწიფო - საქართველო და წმინდა საყდარი - იზიარებს მშვიდობისა და სტაბილურობის ფასეულობებს, როგორც უზენაეს ნორმებს, რომელთაგანაც უნდა მომდინარეობდეს სახელმწიფოს ქმედებები, ისევე, როგორც სამყაროს ხედვა, სადაც დომინირებს ტოლერანტობა, პატივისცემა და ურთიერთგაგება.
მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებზეც.
„ისტორიულად, მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები გვერდიგვერდ იდგნენ საქართველოს აღორძინების გზაზე და კათოლიკური ეკლესია ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში ევროპული ღირებულებებისა და ცოდნის გავრცელების წინა პლანზე. დღეს წმინდა საყდარი არის საქართველოს ევროპული გზის, ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი და ცივილიზაციური არჩევანის მტკიცე მხარდამჭერი. ხვალ, ვატიკანის ბაღებში, მექნება პატივი მონაწილეობა მივიღო ივერიის ღვთისმშობლის ქართული მოზაიკის საინაუგურაციო ცერემონიაში. აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ დამატებით იმპულსს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რომელიც იქნება ჩვენი მჭიდრო სულიერი და კულტურული კავშირების მუდმივი დადასტურება" - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
აღსანიშნავია, რომ საღამოს „სუხიშვილები“ და ანსამბლი „ბასიანი“ აფორმებდნენ.
ჟურნალისტი ნათია კოპალიანი

1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...
1794680000
სპორტი„არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ წააგებს, ის გამარჯვებულია ჩემთვის და ყველასთვის!“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა საბა ლაზიშვილს
აბუ-დაბიში განვითარებული ხმაურიანი მოვლენებისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ახალგაზრდა ქართველ მოჭიდავეს საბა ლაზიშვილს ემოციური სიტყვით მიმართა. 21 წლის სპორტსმენი იურაია ფეიბ...
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...































