8 საშობაო ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
სადღესასწაულო დღეები და სახლში ფუსფუსი, შესაფერისი ფილმების გარეშე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მით უმეტეს, როცა საქმე საახალწლო და საშობაო განწყობას ეხება.
ამჯერად, თქვენს საშობაო განწყობაზე ვიზრუნებთ. გთავაზობთ რვა საშობაო ფილმს, რომელიც კათოლიკური სააგენტოს Catholic News Agency–ის თანამშრომლებმა შეარჩიეს, თქვენთვის.
The Muppet Christmas Carol – მაპატიე შოუ: შობის წინა ღამე

ცნობილი ისტორია ძუნწი ებენიზერ სკრუჯის შესახებ, მაგრამ აქ ყველა როლს მაპეტებ შოუს ვარსკვლავები თამაშობენ. როდესაც საშობაო ღამით სკრუჯს შობის სულები მოევლინება, ისინი აუხელენ მას თვალებს წარსულზე, ახლანდელზე და მომავალზე.
გამოშვების წელი: 1992
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია, ზღაპრული (ფენტეზი), მუსიკალური, საოჯახო, მიუზიკლი
ხანგრძლივობა: 1 საათი 25 წუთი
რეჟისორი: ბრაიან ჰენსონი
Joyeux Noël – ბედნიერ შობას გისურვებთ

1914 წელი, პირველი მსოფლიო ომი, შობის წინა ღამეს უსახელო მიწაზე მოწინააღმდეგეთა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს ერთად შეხვედროდნენ შობას.
გამოშვების წელი: 2005
ქვეყანა: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნორვეგია, ბელგია, რუმინეთი
ჟანრი: დრამა, საომარი, მელოდრამა, მუსიკალური, ისტორიული
ხანგრძლივობა: 1 საათი 56 წუთი
რეჟისორი: კრისტიან კარიონი
Elf – ელფი

უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს.
გამოშვების წელი: 2003
ქვეყანა: აშშ, გერმანია
ჟანრი: კომედია, ზღაპრული (ფენტეზი), საოჯახო
ხანგრძლივობა: 1 საათი 37 წუთი
რეჟისორი: ჯონ ფავრო
A Muppet Family Christmas – ქრისტეს შობის ოჯახი

როდესაც ფოზი და მაპეტ შოუს ბანდა მოულოდნელად ხვდებიან ფოზის დედას, იგი იძულებულია გააუქმოს ზამთრის არდადეგების გეგმები და გაართოს ისინი. მალე სეზამის ქუჩის ბანდა შემოდის, გალობით, შემდეგ კი კერმიტი და მისი ძმისშვილი რობინი აღმოაჩენენ ფრეგლ როკის ხვრელს სარდაფში. თოვლის ქარიშხალი იფეთქებს და ყველას სახლში აჩერებს, გარდა მისის პიგისა, რომელიც სწორედ დროზე მოდის, რათა ყველა მაპეტმა ერთად აღინიშნოს შობა.
გამოშვების წელი: 1987
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია, მუსიკალური, საოჯახო
ხანგრძლივობა: 47 წუთი
რეჟისორი: Peter Harris, ერიკ ტილი
It's a Wonderful Life– ეს მშვენიერი ცხოვრება

ჯორჯ ბეილი, პატარა სადაზღვევო კომპანიის მფლობელია გამოგონილ ამერიკულ ქალაქში ბედფორდ ფოლსში. ის პატიოსანი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ უსიამოვნებების გამო დეპრესიაში ვარდება და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი–ანგელოზის დახმარება.
გამოშვების წელი: 1946
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, ზღაპრული (ფენტეზი), საოჯახო
ხანგრძლივობა: 2 საათი 10 წუთი
რეჟისორი: ფრენკ კაპრა
A Charlie Brown Christmas – ჩარლი ბრაუნის შობა

ჩარლი ბრაუნი ცდილობს იპოვოს შობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.
გამოშვების წელი: 1965
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია, საოჯახო, ანიმაციური
ხანგრძლივობა: 25 წუთი
რეჟისორი: ბილ მელენდესი
The Polar Express – პოლარული ექსპრესი

კრის ვან ოლსბერგის ბავშური ზღაპრის ეკრანიზაცია, გვიყვება ამბავს ბიჭზე, რომელიც თანატოლების დაცინვის მიუხედავად ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. ერთხელაც, შობის ღამეს, როდესაც სანტას ელოდებოდა, სახლთან გაჩერდა ზღაპრული მატარებელი, გამცილებელმა შესთავაზა დაუვიწყარი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში - ჩრდილოეთ პოლუსზე, ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელშიც გზა ხსნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც გულით სჯერა.
გამოშვების წელი: 2004
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: ზღაპრული (ფენტეზი), საოჯახო, ანიმაციური, სათავგადასავლო
ხანგრძლივობა: 1 საათი 40 წუთი
რეჟისორი: რობერტ ზემეკისი
Home Alone – მარტო სახლში

ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში დაბნეულ მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მშვენივრად ართმევს თავს მარტოობას, უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს.
გამოშვების წელი: 1990
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია, საოჯახო
ხანგრძლივობა: 1 საათი 43 წუთი
რეჟისორი: კრის კოლამბუსი
ბედნიერ შობას გისურვებთ !
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...































