"არ არსებობს ცუდი, პრობლემური ბავშვი - ყოველთვის ამ ფრაზით ვიწყებ საუბარს, როდესაც თემა ქცევით სირთულეებს ეხება" - ეს საინტერესოა
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე, მშობლებს საინტერესო რჩევებს უზიარებს, რომელსაც "ექსკლუზივ ტვ" უცვლელად გთავაზობთ:
"არ არსებობს ცუდი, პრობლემური ბავშვი - ყოველთვის ამ ფრაზით ვიწყებ საუბარს, როდესაც თემა ქცევით სირთულეებს ეხება.
თითოეული ქცევითი სირთულე გვატყობინებს, რომ მიმდინარე პერიოდში ბავშვს/ მოზარდს რთულ მოვლენებთან გამკლავება უჭირს.
🟢 ასეთ დროს, გაკრიტიკება და განსჯა ვერ დაგვეხმარება სირთულეების მართვაში, პირიქით, ბავშვისთვის დამატებითი სტრესორია და კომპლექსური სირთულეების გამომწვევი.
ასევე მნიშვნელოვანია ფრაზები, რომლებსაც ბავშვთან კომუნიკაციის დროს ვიყენებთ.
უნდა ვეცადოთ, არ გამოვიყენოთ შემდეგი მიმართვები:
❌ ცუდი ბავშვი ხარ;
❌ ასე გაგზარდე ?!
❌ კარგად მოიქეცი !
❌ აღარ დაგელაპარაკები;
❌ შენი და/ძმა როგორც იქცევა ისე მოიქეცი;
მაგალითისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ :
🟡 მე ვფიქრობ, რომ შენ გაბრაზდი და ამიტომ ყვირი, შენთვის მნიშვნელოვანი სათამაშო გატყდა. ყვირილი არ მესმის, მე შენთან ვარ, ხმადაბლა მესაუბრე და მოვიფიქროთ, როგორ შევაკეთოთ სათამაშო.
🟡 გთხოვ, თამაშის შემდეგ სათამაშოები ყუთში ჩაალაგე. მე ტანსაცმელს მოვაწესრიგებ.
🟡 რა მაგარია, ყოჩაღ, სათამაშოები ყუთში უკვე ჩაალაგე. ახლა შეგვიძლია გავისეირნოთ.
🟡 ზღაპრის წაკითხვის ან ანიმაციის ყურების შემდეგ შეგვიძლია ვკითხოთ, ის როგორ მოიქცეოდა კონკრეტული პერსონაჟის ადგილას რომ ყოფილიყო.
🟢 რეალურად, ამ დროს ბავშვებს სჭირდებათ უსაფრთხოების განცდა და ზრდასრულებისგან ადექვატური, სრულფასოვანი მხარდაჭერა.
🟢 გვახსოვდეს, რომ ჩვენ ზრდასრულები ვართ ქცევის როლური მოდელები. შესაბამისად, ჩვენ როგორც ვიქცევით ბავშვისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიმცემია, ვიდრე, ჩვენ რას ვამბობთ.
შემდეგ პოსტში გაგიზიარებთ რეკომენდაციებს და ინფორმაციას სტრატეგიების შესახებ".
წყარო: ფეისბუკგვერდი "ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე"
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































