ქუთაისში ხშირად იყენებენ სიტყვა "სიმონ"- ს, თუმცა, ცოტამ თუ იცის საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია

ცნობილია, რომ ქუთაისში საუბრისას ხშირად იყენებენ სიტყვა "სიმონ"- ს, თუმცა, ცოტამ თუ იცის საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია.

უმეტესობა მიიჩნევს, რომ სიტყვა "სიმონ" არის ქუჩური ჟარგონი და არანაირი განმარტება არ აქვს.

სინამდვილეში სიტყვა "სიმონ" მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმი იყო გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ეკლესია-მონასტრების ნგრევა საბჭოთა ხელისუფალთა მიერ.

იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმსახური სიმონ მჭედლიძე, რომელიც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს და წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის. 

ის ასევე იყო გაზეთ "შინაური საქმეები" - ს წევრი, სადაც დაუფარავად უარყოფდა საბჭოურ რეჟიმს.

ამის გამო ის ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს იქ ჩასვლა.

სიმონი თავის მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და იქ სკოლა გახსნა.

ამ დროისთვის, უკვე იმერეთში არის დანგრეული ბევრი ეკლესია, მათ შორის სობოროც.

1924 წელს სოფელ როდინაულში რუსებმა დაანგრიეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია და მის ადგილას დადგეს თეატრი. 

მოსახლეობა ძალიან გაანაწყენა ამ ფაქტმა და ბოლომდე იბრძოლეს ეკლესიის დასაბრუნებლად.

ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ეკლესია თავიდან აღდგა. 

მხოლოდ ეკლესიის კურთხევაღა იყო დარჩენილი, რომ მაშინდელმა ეპისკოპოსმა ნაზარ ლეჟავამ თავისი მოძმე მღვდლებთან ერთად გადაწყვიტა სოფელ როდინაულში ჩასვლა. 

იმავე დღის მეორე ნახევარში სიმონ მჭედლიძემ, ნაზარ ლეჟავამ და მოძმე მღვდლებმა აკურთხეს ეკლესია. 

დაღლილმა ბერებმა კი ამის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს.

და აი, დადგა საბედისწერო ღამე, როდესაც "ჩეკისტები" ბერებს თავს დაადგნენ და დააპატიმრეს.

ისინი ერთ დილეგში დაატყვევეს და ერთი თვის მანძილზე აწამებდნენ.

წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ ჯალათები:

"გტკივა სიმონ?"

"არა სიმონ?"

"აბა ახლა რას იტყვი სიმონ?"...

თავად ჩეკისტებიც გაოცებულები იყვნენ სიმონის გამძლეობითა და შეუპოვრობით, სწორედ მათგან გავარდა ხმა სიტყვა "სიმონ"-ზე და ეს სიტყვა იყო, როგორც გამძლეობის და ამტანობის სიმბოლო.

საფიჩხიის ტყეში დახვრეტილ სასულიერო პირებს შორის გახლდათ მღვდელი სიმონ მჭედლიძეც, იმ ხუთთაგანი, სასტიკად ნაგვემები და თოკით ერთმანეთზე გადაბმულები 1924 წლის მარიამობა ღამეს რომ დახვრიტეს, ხოლო შემდეგ ტყვია ნასროლებს და ჯერაც ცოცხლებს მიწა მიაყარეს.

სამწუხაროდ, მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

ეკლესიამ სიმონ მჭედლიძე "ახალმოწამედ" შერაცხა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 "გიორგის აქვს მოყოლილი როგორ მეგობრობდა ჯაბა იოსელიანის შვილთან – რატომ გვიკვირს ეროვნული შერიგება?" – ნანუკა ჟორჟოლიანი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744960486

მსოფლიო

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები

სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა

1744958822

ახალი ამბები

დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია

ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...

დაჩი ცაგურია

1744958047

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას

„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...

ვლადიმერ ბოჟაძე

1744956549

საზოგადოება

დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...

წითელი პარასკევია

1744956210

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...

მზიანი ამინდი