"სითბოს დადგომასთან ერთად აქტიურდებიან სხვადასხვა მწერები და ტკიპები, როგორ დავიცვათ თავი" - ექიმი ზაზა თელია გირჩევთ
დერმატო-ვენეროლოგი, FIFA-ს ექსპერტი ზაზა თელია სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" პირად გვერდზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ წერს:
"დადგა გაზაფხულის თბილი ამინდები
სითბოს დადგომასთან ერთად აქტიურდებიან სხვადასხვა მწერები და ტკიპები.
აუცილებელია და მნიშვნელოვანია თავის დაცვა მათი კბენისგან, ასევე ბავშვების დაცვა.
მწერების და ტკიპების ნაკბენით შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა სახიფათო და რთული ინფექციები, როგორიცაა მაგალითად ლაიმის დაავადება (ბორელიოზი).
ინფექციის და სხვა გართულებების განვითარების პრევენცია პირველ რიგში კბენისგან თავის დაცვაა.
ამისათვის საჭიროა მწერების რეპელანტის (Insect Repellents) გამოყენება.
როგორ უნდა ავარჩიოთ რეპელანტი და როგორ უნდა მისი გამოყენება?
1. აუცილებელია რეპელანტის შემადგენლობაში შედიოდეს - DEET (N,N-diethyl-3-methylbenzamide).
DEET გვხვდება სხვადასხვა კონცენტრაციით. რაც უფრო მაღალია კონცენტრაცია, მით უფრო ხანგრძლივია დაცვა.
როგორც წესი რეპელანტი 10–35% DEET-ის შემცველობით ადექვატურად იცავს.
უფრო მაღალი კონცენტრაციით რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას ჰაერის მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში, ან იმ შემთხვევაში თუ ვიმყოფებით ინფექციების გადამტანი ტკიპების არსებობის ენდემურ ზონაში.
რეპელანტები შესაძლებელია პირდაპირ გამოყენებულ იქნას უშუალოდ კანზე, ტანსაცმელზე, ფანჯრებზე, მწერებისგან დამცავ ბადეებზე, ტენტებზე, საძილე ტომრებზე.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებით რეპელანტი 30%-მდე DEET-ის შემცველობით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში 2 წლიდან.
ზოგადი გამოყენების პრინციპები:
• არარეგულარული გამოყენებისას არჩევანი გააკეთეთ რეპელანტზე არაუმეტეს 35% DEET-ის შემცველობით;
• გამოიყენეთ რეპელანტი რაციონალურად, ცოტა რაოდენობით იმისათვის რომ დაფაროთ კანი. არ გაჟღინთოთ კანი;
• რეპელანტი უნდა დაიტანოთ მხოლოდ ტანსაცმლისგან დაუფარავ ადგილებში. არ არის საჭირო მისი გამოყენება ტანსაცმლის ქვეშ;
• სახეზე გამოსაყენებლად რეპელანტი დაიტანეთ ხელის გულებზე, შემდეგ ხელისგულები გაუსვით ერთმანეთს და დაიტანეთ სახის კანზე თხელი ფენა;
• თავიდან აიცილეთ თვალებთან და პირთან რეპელანტის კონტაქტი. ბავშვების შემთხვევაში არ წაუსვათ მათ რეპელანტი მტევნებზე თვალთან ან პირთან კონტაქტის პრევენციისათვის;
• რეპელანტის წასმის შემდეგ დაიბანეთ ხელები;
• არასდროს გამოიყენოთ რეპელანტი ჭრილობებზე, კანის ანთებით ან გაღიზიანებულ უბნებზე;
• არ შეისუნთქოთ რეპელანტი თუ მას აქვს აეროზოლის ფორმა;
• დღეში რამდენჯერმე, ხშირი რეაპლიკაცია (თავიდან წასმა) არ არის საჭირო. ის საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვიმყოფებით ძალიან ცხელ ან სველ გარემოში, როდესაც ხდება კანიდან რეპელანტის დაკარგვა;
სწორი გამოყენების პირობებში რეპელანტი სრულიად უსაფრთხოა და ძალზედ ეფექტურია მწერების და ტკიპების კბენისგან თავის დასაცავად.
ამით ჩვენ მოვახდენთ სხვადასხვა ინფექციების და გართულებების პრევენციას.
უკვე არსებული ნაკბენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გაიაროთ კონსულტაცია - MD Zaza Telia",- წერს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍"დროა შეწყდეს რუსეთიდან შემოსული "fake" წამლების გაყიდვა საქართველოში" - ზაზა თელია
1788880784
ახალი ამბებინინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე: შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს დღის წესრიგის შექმნის საშუალება მიეცათ
„შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს რადიკალებს მიეცათ დღის წესრიგის შექმნის საშუალება“, - ასე აფასებს ნინო წილოსანი „დღის ქრონიკაში“ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს....
1788878468
სპორტიხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში წარადგინეს
ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის (Ballon d'Or) 30 ნომინანტს შორის დაასახელეს. ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. ყველაზე დიდ საფეხბურთო დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
1788877126
ახალი ამბებინინო წილოსანი: ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის, რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მოძალადე პირებთან გვაქვს საქმე
„ნიკა გვარამია კი არა, ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ძალები გვემუქრებოდნენ იმ სიმართლისთვის რასაც ვემსახურებით, ამიტომ ვერ დავშინდები, თუმცა ეს კიდევ ერთხელ სვამს დიაგნოზს, თუ რა მოძალადე პირებთან გვ...
1788876643
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლე...
1788875477
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განათლების რეფორმა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა პირველკლასელს, პირველკურსელს, ყველა სტუდენტსა და მოსწავლეს
განათლების რეფორმა ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება უახლოესი წლების განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთ...






























