დღეს ვითარება ისეთი შავთეთრია - როგორც არასდროს, გასული 30 წლის მანძილზე - თამარ ჩერგოლეიშვილი
გამოცემა "ტაბულას" გამომცემელი თამარ ჩერგოლეიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც, დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება.
"თოვდა და თბილისს ებურა თალხი ... ამინდზე ეს გამახსენდა.
დღეს ვითარება ისეთი შავთეთრია - როგორც არასდროს, გასული 30 წლის მანძილზე.
ნათელი და ბნელი, კეთილი და ბოროტი, დემოკრატია და ავტორიტარული, შავრაზმული პოპულიზმი ებრძვის ერთმანეთს.
ყველაფერი, ზუსტად ისე როგორც წესია - კეთილზე და ბოროტზე დადგა.
"მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის არღარა ბნელია,
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია"
ჩვენ აი ამას ვხედავთ ახლა მოქმედებაში - რუსთაველია ეს მოქმედებაში!
პუტინი გარდაუვლად დამარცხდება ამ ბრძოლაში, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით როგორ დამარცხდება - თუ არ განადგურდა და ახალი წესრიგი შეიქმნა, ახალი ხაზები გაევლო - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რისკი, რომ დამარცხებული პუტინის ზონაში ჩავრჩეთ.
იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება დასავლურ ღირებულებებზე ფოკუსირებული ძლიერი ლიბერალურ - დემოკრატიული ფრონტი.
ლიბერალების ძლიერი ფრონტი გვჭირდება, რომ რუსულ ჭაობში არ ჩავრჩეთ.
და რა გვაქვს?
ჩვენი ფრონტი დასუსტებულია - მთავარი დეზერტირი მიხეილ სააკაშვილია.
მიხეილ სააკაშვილმა, დამარცხების შემდეგ, ფატალური შეცდომა დაუშვა.
მან გადაწყვიტა რომ ლიბერალური დემოკრატია დამარცხდა, რომ საქართველო და ლიბერალური დემოკრატია შეუთავსებელია, რომ შავრაზმული პოპულიზმია ის გზა, რომელიც მას ძალაუფლებას დაუბრუნებს.
ოთხი წელი ვეჭიდავეთ - უშედეგოდ.
ვერ გავაგებინეთ რომ მომავალი ლიბერალურ დემოკრატიაშია და არა "ჩამოთრეულებთან" ბრძოლასა და პუტინისტურ საპატრიაქროსთან ფლირტში.
ვერ გავაგებინეთ რომ ჩვენი ხსნა დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ დღის წესრიგშია - დასავლურ კოლონიალიზმზე როშავდა.
ვერ გავაგებინეთ რომ დაღუპვაა იმ გზის არჩევა, რითაც ბიძინამ დაამარცხა - ვერ გავაგებინეთ, რომ ასავალდასავალიზაცია დაგვღუპავს და ჩვენს ეროვნულ ამოცანებსაც დაღუპავს.
გაუქრა პოლიტიკური ალღო და ინსტიქტი. ძალაუფლებამ მორალურადაც გაანადგურა - არ ეყო ნებისყოფა.
ამიტომ 2017 წელს გავიყავით და ახალი, დემოკრატიული ცენტრის შექმნა დავიწყეთ.
2018 წელს ჩვენს რიგებში ურწმუნო დეზერტირების ახალი ჯგუფი გამოიკვეთა - დაიწყეს მტკიცება, რომ "ბოკერიას დემოკრატია" აღარ ამართლებს, რომ ქართველი ხალხისთვის დემოკრატია შეუთავსებელია, რომ მიშამ და გვარამიამ "იციან ამ ხალხს როგორ უნდა ელაპარაკონ".
ძალიან ნათლად ვხედავდი, როგორ აირჩიეს ჭაობის გზა და ვხვდებოდი, რომ მათ გვერდზე მეც ჭაობში აღმოვჩნდებოდი - ამიტომ დისტანცირება დავიწყე და 2020 წელს, ლიბერალების ფრონტმა კიდევ ერთი დარტყმა განიცადა.
დეზერტირების კიდევ ერთმა ჯგუფმა მიატოვა და დემოკრატიული ფრონტი კიდევ უფრო დასუსტდა.
მე ვყოფილვარ მდგომარეობაში, როცა შუქის ანთება ჩაქრობით ვცდილობდი იმის ახსნას, რომ პოპულიზმი ალტერნატივა არ არის, რომ სიბნელე - სიბნელით ვერ ნაცვლდება, ფიზიკის კანონები არ უშვებს ამას - ისევ ბნელა მაგ დროს.
მაგრამ ვერ შევძელით რომ ჩვენი გარემოცვისთვის ლიბერალურ დემოკრატიაში რწმენა შეგვენარჩუნებინა. არ ეყოთ ნებისყოფა, არც ჩვენ გვენდნენ.
ცვლილებები ხდება კრიზისში.
ჩვენ არ ვიცით რა შექმნის ასეთ კრიზისს - მაგრამ როცა იქმნება, ცვლიელები დამოკიდებულია იმ იდეებზე, რომლებიც იმ მომენტში აქტუალურია - ეს მილტონ ფრიდმანია და დიდი სიბრძნეა, იმიტომ რომ რეალურად ასე ხდება ცვლილებები.
არსებობენ ფანატიკოსები, რომლებიც იდეებს აცოცხლებენ და სწორ მომენტში - ეს იდეები უმრავლესობის იდეები ხდება.
ეს ფანატიკოსები ქმნიან სამართლიან სახელმწიფო სისტემებს.
გიგა ჩემი მთავარი პარტნიორი იმიტომაა, რომ ასეთი ფანატიკოსია - ის შეიძლება დაიღალოს, მაგრამ ყოველთვის აცოცხლებს იმ იდეებს რამაც სამშვიდობოს უნდა გაგვიყვანოს, მაშინაც კი, როდესაც ამ იდეების აღარავის სჯერა და უახლოესი მეგობრები ზურგში დანას ურტყამენ - მხოლოდ იმიტომ, ძალაუფლების დაბრუნებას მისი იდეებით ვერ ხედავდნენ.
ვერ დაინახეს ის, რასაც მე და გიგა ვხედავდით.
აი ეს მომენტი ვერ დაინახეს - როცა ყველაფერი ფასეულობებზე გასწორდებოდა.
ახლა ძალიან მძიმე დღეში ვართ.
ლიბერალურ დემოკრატიული ფრონტი დასუსტებულია.
მთავარი ოპოზიციური ძალა და მისი სატელიტი მედიები, პოპულისტურ ფრონტს აძლიერებენ - ისე ჩანს, რომ ქართველების უდიდესი უმრავლესობა ისეთია, როგორც ნაცქოც მედიები აღწერენ.
როცა დასავლურ ფასეულობებზე ფოკუსირებული დემოკრატიული დღის წესრიგი არ არსებობს, არ არსებობს დასავლეთის მიზიდულობა - დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოდეთ, რომ მივიზიდოთ - როგორც უკრაინელები იბრძვიან.
დღეს ჩვენ დასავლეთის თვალში მიმზიდველები არ ვართ - ჩვენ ვართ ხალხი, რომლებიც ქოცებს ვირჩევთ და მთავარ ალტერნატივად მესიანიზმით შეპყრობილი ნაცები გვყავს, რომელიც იდეად საააკაშვილს გვასაღებს - ერთმანეთზე უარესი პოპულისტები.
ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შევძლებთ ლიბერალურ დემოკრატიული ფრონტის გაძლიერებას და რამდენად მოვახერხებთ დემოკრატიის, დასავლური ფასეულობებით ნაკარნახევი იდეების გარშემო გაერთიანებას.
ძალიან სახიფათო მომენტში ვართ და ძალიან დიდი ძალისხმევა, პრინციპულობა და სიბრძნე გვჭირდება რომ გადავრჩეთ", წერს, თამარ ჩერგოლეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რუსებმა თამარ მეფის სახელობის ტაძარი დაბომბეს
🔵დღეს ვისაუბრეთ, მითხრა რომ მისი უბანიც დაიბომბა... - ლაშა ველიაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792835414
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს
„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...
1792833199
ახალი ამბებიეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...
1792830142
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...
1792827581
ახალი ამბებისასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...































