გამოცხადდა 2023 წლის საგრანტო კონკურსი „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაცია, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ქართული წარმოების პოპულარიზაცია, აგრეთვე, პროგრამის ზემოაღნიშნული მიზნების საინფორმაციო მხარდაჭერა.

საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.

"დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.

საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2023 წლის 26 ივლისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - grantebi@mfa.gov.ge

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა - დანართები.

1. პროგრამის აღწერა;

2. განაცხადის ფორმა;

3. ხარჯთაღრიცხვის ფორმა.

საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები:

• დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მრჩეველი, ეკატერინი კუპატაძიდუ: მობ.: +995 551 080 060.

• დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747426501

ახალი ამბები

17 მაისს ზოგიერთ ქუჩაზე წყალმომარაგება 12 საათით შეწყდება - GWP განცხადებას ავრცელებს

GWP მოსახლეობას აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს. „17 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, გორგასლის და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკუ...

წყალი შეწყდება

1747424386

მსოფლიო

მაკრონი ტრამპთან საუბარზე: მიუღებელია, რომ რუსეთი არ რეაგირებს ამერიკელების მოთხოვნებზე, არც ცეცხლის შეწყვეტის და არც ლიდერების დონეზე შეხვედრის შესახებ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელ ლიდერებსა და თეთრი სახლის ხელმძღვანელ დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დეტალები გაამხილა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, საუბრის დროს მან აღშ...

ზოგადი

1747423459

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთზე მეტი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, თუ ის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება

უკრაინა მოელის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტი გავლენას მოახდენს ყველაფერზე, რაც რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებს: ბანკებს, ნავთობს, ენერგეტიკას, მეტალურგიას და „ჩრდილ...

ზელენსკი

1747421208

მსოფლიო

ლეო XIV: მზად ვარ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მივიღო მონაწილეობა

რომის ახალი პაპი ლეო XIV მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. წმინდა საყდრის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თუ დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშლებოდა, ეს ნამდვ...

რომის პაპჯ

1747419364

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე

ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველ...

ირაკლი კობახიძე