კახა კალაძე: თბილისის მერია არის გარანტორი, რომ დაუმთავრებელი მშენებლობები ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახები და მუნიციპალიტეტი ამ დაუმთავრებელი მშენებლობების საქმესაც ბოლომდე მიიყვანს.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არცერთი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ კომპანიის მიერ დაზარალდა, უბინაოდ არ დარჩება.
„ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია, ვართ გარანტორი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაჰბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში.
თბილისის მერიაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩვენმა გუნდმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, მიეღო გადაწყვეტილებები დაუსრულებელი ობიექტებისთვის და დაეშვა გამონაკლისები. კომისიამ განიხილა 50-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა და დააკმაყოფილა 30-ზე მეტი მოთხოვნა, მათ შორის ისეთი კომპანიების თაობაზე, როგორიცაა - „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „აქსისი“ და სხვა წლობით დაუსრულებელი ობიექტი.
ათასობით ოჯახს დაუბრუნა იმედი და დაუბრუნდა საკუთრება, თუმცა, პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა თავისი სირთულით და მასშტაბებით უპრეცედენტოა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემებს, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც პრობლემებში ეძებენ შესაძლებლობებს და ასეთი გუნდი ვართ ჩვენ.
„წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი". ამას ვამბობ იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახები. ამ საქმესაც მივიყვანთ ბოლომდე და ამ ოჯახებსაც დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ფართებით. არცერთი ადამიანი უბინაოდ არ დარჩება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების პროცესში, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს. ასევე, კახა კალაძემ აღნიშნა მისი მოადგილის, ილია ელოშვილის განსაკუთრებული როლი ამ საქმეში.
„ვულოცავ თბილისს, რომელსაც ასევე უდიდეს ტვირთად აწვა ეს მშენებლობები. ვულოცავ და მადლობას ვუხდი ამ რთულ პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს, განსაკუთრებული მადლობა საინიციატივო ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩვენთან კომუნიკაციაში იყო. შეიძლება ხანდახან იმედგაცრუებაც იყო, ბევრს არ სჯეროდა, რომ ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებდით.
განსაკუთრებით მადლობა ჩემს მოადგილე ილია ელოშვილს. ის ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას და ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. ასევე, მადლობა დედაქალაქის საკრებულოს, მის თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს, კომისიას, რომელიც შექმნილი იყო და პირველივე დღიდან აქტიურად მუშაობდა.
რა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უწყებებს. რომ არა ერთობლივი თანამშრომლობა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება, მადლობა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ცენტრალურ ხელისუფლებას, პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საჯარო რეესტრს და პარლამენტს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1795257050
საზოგადოებავახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი - ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაც...
1795256026
საზოგადოებასაქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგა...
1795254822
საზოგადოებაინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი: დღეის შეფასებით, 11 წლის ბიჭის და 3 წლის გოგოს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია
დღეის შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, - განუცხადა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთი ბარ...
1795252055
საზოგადოებაფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი კაცი
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება. როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთი ბარ...
1795250572
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება სრულად დავაკმაყოფილოთ და შემდგომში განვაგრძოთ ელექტროენერგიის ექსპორტი
„ვარშავაში გამართულ ენერგეტიკის მინისტერიალზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, ვისაუბრეთ 10-წლიან სამოქმედ...


























