საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ქართულ დელეგაცია სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი დახვდა.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება. იგეგმება ასევე დავით ზალკალიანის და მისი სომეხი კოლეგის, არა აივაზიანის შეხვედრა.
როგორც საქართველოს ელჩმა სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძემ განაცხადა, შეხვედრაზე განიხილება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.
ასევე, მხარეები პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის სტატუსით სომხეთში 2014 წელს იმყოფებოდა. 2020 წელს კი ის ერევანში ჩასვლისას თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2019 წელს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა.
1795342409
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება“,...
1795340711
ახალი ამბებიკრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებით დაზარალებულებზე: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ
კრწანისის რაიონის გამგებლის ლაშა ცაგურიას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული იყოს. „იყო შესაბამისი სამსახური შესული, სანამ მოქალაქეებს ვეტყოდით და...
1795338760
ახალი ამბებიგია ვოლსკი ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს 2012 წლამდე და მას შემდეგ ჩადენილი ინტენსიური დანაშაულები არათუ ამნეზიურად „დაავიწყდათ“, არამედ ამ ყველაფრის გამართლებაც კი დაიწყეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტები სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ და წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამართლებას ცდილ...
1795337054
ახალი ამბებითბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საბურავები და ტრაქტორის ნაწილების დამწვარი.
1795334972
ახალი ამბებიგუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ კაცზე: მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე
ფონიჭალაში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა, მათ შორის 3 წლის თაია ფხალაძის, რომელიც მაშველებმა, 8-საათიანი სამაშველო ო...































