საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე აღინიშნა
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე აღინიშნა.
სასულიერო პირებმა, თურქეთიდან თბილისში, აწყურის ღვთისმშობლის ხატი შემოაბრძანეს, რომელიც ჯერ სვეტიცხოვლის ტაძარში, ხოლო შემდეგ ქაშუეთში დაასვენეს, სადაც პატრიარქის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) პარაკლისი გადაიხადა.
„გილოცავთ, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, ამ შესანიშნავ დღესასწაულს, ბედნიერ დღეს. ძალიან ამაღლებული განწყობით ვართ ყველა. კიდევ ერთხელ ვფიქრობთ ოჯახის სიწმინდეზე, რომ ეს არის ღვთის მიერ მოცემული ნიჭი, ღვთისგან დადგენილი ცხოვრებისა და ყოფიერების წესი. ამიტომ ჩვენ, როგორც უკვე ვთქვით ქაშუეთის ტაძართან, როდესაც ვსაუბრობთ ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ღირებულება - ოჯახური ფასეულობა და ოჯახური ცხოვრება - ტრადიციულია არა იმ გაგებით, რომ ჩვენი წინაპრების მიერ შეთხზული და დადგენილია, არამედ ტრადიციულია იმ გაგებით, რომ ტრადიციის წყარო და საწყისი არის თავად ყოვლად წმინდა სამება.
აი, ამიტომ არის ეს ძვირფასი ჩვენთვის და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიწმინდე შევინარჩუნოთ, რადგან ხელყოფა ოჯახისა, ეს არის ხელყოფა და გადაშენება ერისა; როგორიც არის ოჯახის მდგომარეობა, ისეთია ერის მდგომარეობაც.
ამიტომ უფალმა ინებოს, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, ჩვენს ერში ოჯახის აღორძინება და გადარჩენა, ჩვენი ერი გამთლიანება და გადარჩენა, ამინ", - განაცხადა მეუფე შიომ.
ქაშუეთიდან ლოცვითი მსვლელობა გაიმართა.
სიონში, საპატრიარქოსთან მისული მრევლი კი პატრიარქმა დალოცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1792781543
სპორტისაბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინაა...
1792779921
ახალი ამბებიცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინის...
1792777866
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს უნგრ...
1792775479
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ბათუმში,ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ ტლეუბერდის შეხვდა. მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ყაზახეთის სტრატ...
1792774130
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო და მეტად ასაბუთებენ
„თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თა...


























