"10 წელი ჩვენით აშინებდენ ხალხს - ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებით. ეს ნარატივი რომ შემოაცვდათ, ახლა ომით აშინებენ საზოგადოებას" - ნიკა მელია
"10 წელი ჩვენით აშინებდენ ხალხს - ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებით. ეს ნარატივი რომ შემოაცვდათ, ახლა ომით აშინებენ საზოგადოებას",- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია FACEBOOK-ზე წერს, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემქმნელი, ეს სწორედ რუსების მიმართ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა.
"ქართულ საზოგადოებას ქსენოფობიაში ადანაშაულებს საქართველოსავე ხელისუფლება!
თურმე, ერთ რომელიღაც პროვოკატორის ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს, პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ, თორემ ეს ამბავი ცუდად დამთავრდება და ომამდე მიგვიყვანსო.
იმ ერთმა რომ ჩვენამდე თავისიანები - ხუთი ათასი რუსი აიყოლია და ქართული ბარი გადათელეს გუგლში, ეგ არაფერი?
ე.ი. ინტერნეტშიც აღარ უნდა გავცეთ თურმე პასუხი ოკუპანტს, თორემ შემოგვესევა!
ესენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყანას მტრის ხატითა და გუდიანი კაცით დაშინების პრინციპით მართავენ .
10 წელი ჩვენით აშინებდენ ხალხს - ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნებით. ეს ნარატივი რომ შემოაცვდათ, ახლა ომით აშინებენ საზოგადოებას.
ქართული ოცნების სტანდარტით - ეროვნული ღირსების დაცვა, ქსენოფობია და გოიმობაა, აი, ოკუპანტის ფექვეშგაგება კი - კარგი ტონი.
დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ამათ ხელში, 20% კი არა, ისე აღმოვჩნდებით მთლიანად ოკუპირებულნი, ოკუპაციის თარიღიც არ გვეცოდინება!
ვინ სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, ზღვაზე თუ მთაში, ქალაქში თუ აგარაკზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ და საბოლოოდ გავიაზროთ - წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის!
ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში", - წერს ნიკა მელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...
1794680000
სპორტი„არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ წააგებს, ის გამარჯვებულია ჩემთვის და ყველასთვის!“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა საბა ლაზიშვილს
აბუ-დაბიში განვითარებული ხმაურიანი მოვლენებისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ახალგაზრდა ქართველ მოჭიდავეს საბა ლაზიშვილს ემოციური სიტყვით მიმართა. 21 წლის სპორტსმენი იურაია ფეიბ...
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...































