10 წლის ქუთაისელი ბიჭი, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიადაში 6500-ზე მეტ მონაწილეს შორის გაიმარჯვა

10 წლის ავთანდილ ნიკოლეიშვილი ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა, რომელიც კინგსის ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებული და სტიპენდიატია. გარდა ამისა, ევერესტის, კენგურუს, ოლინფოს და ფემოს ოლიმპიადების გამარჯვებული და მონაწილეა. მის ინტერვიუს Topnews ავრცელებს.

"ვსწავლობდი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში. განსაკუთრებით მიყვარდა მათემატიკა და სიამოვნებით ვმეცადინეობდი ამ საგანს. სახლში დედა მეხმარებოდა ხოლმე, როცა შეამჩნია, რომ მარტივად ვითვისებდი ყველაფერს და მიყვარდა, ოჯახმა გადაწყვიტა, ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში გადავსულიყავი (მეორე კლასიდან), სადაც გაძლიერებულ მათემატიკას ასწავლიან. პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს, ეკატერინე ჯიშიაშვილს, რომელიც ძალიან კარგად ასწავლის ამ საგანს და მანაც ძალიან შემაყვარა.

ბევრ ოლიმპიადაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მეორე კლასიდან ვმონაწილეობ. როცა კი ვიგებდი, რომ რაიმე ოლიმპიადა ტარდებოდა, ვცდილობდი, ყველგან გავსულიყავი, არა მხოლოდ მათემატიკაში, არამედ - სხვა საგნებშიც. რომ ვთქვა, ვნერვიულობ ოლიმპიადების წინ, არა. უბრალოდ, ცოტა დაძაბული ვარ, მარტომ უნდა ამოვხსნა ამოცანები და თუ რამეს ვერ გავიგებ, ვინმეს ვერ ვკითხავ. ოლიმპიადებმა დიდი გამოცდილება მომცა და დამოუკიდებლად მუშაობას მიმაჩვია.

ჩემი პირველი დიდი გამარჯვება იყო, როცა კინგსის სტიპენდიატი გავხდი. სუპერფინალი ბაკურიანში გაიმართა, სადაც სულ სამი ბავშვი ვიყავით, იქაც დავწერეთ ტესტი და ერთი გამარჯვებული უნდა გამოევლინათ. როცა დამირეკეს, რომ პირველი ადგილის მფლობელი გავხდი, ძალიან გამიხარდა, ემოციებს ვერ ვმალავდი. ამან დიდი მოტივაცია მომცა, რომ კიდევ მიმეღო მონაწილეობა და უფრო მეტი მეშრომა. ასეც არის, სულ ვშრომობ, ამასთან, ოლიმპიადების წინ, ბევრს ვმეცადინეობ, რაც შემდეგ მეხმარება", - აღნიშნავს ავთანდილ ნიკოლეიშვილი.

ავთანდილმა ახლახან FEMO internacionalis III საერთაშორისო ოლიმპიადის ზაფხულის ტურის ფინალში, ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიადა, პანდემიის გამო, ზუმის აპლიკაციის მეშვეობით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მასში დაახლოებით 10 ქვეყნის 6 500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.

"ეს არის სამტურიანი ოლიმპიადა. პირველი და მეორე ტური ადგილობრივია და თუ აქედან რომელიმე ტურში პირველ ადგილს აიღებ, მესამე ტურში, საერთაშორისო ოლიმპიადაში გადადიხარ, სადაც გამორჩეული ბავშვები კიდევ ეჯიბრებიან ერთმანეთს და შედეგების მიხედვით ხვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს კატეგორიებში.

აქ იყო როგორც ტესტები, ამავდროულად ამოცანები, რომლებიც ამოხსნით და მსჯელობით უნდა დაგვეწერა (სავარაუდო პასუხები არ ჰქონდა). გვქონდა გარკვეული დრო და უნდა ჩავტეულიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საიტი გაითიშებოდა და შედეგები განულდებოდა. გამარჯვებულებს შორის ვიცოდი, რომ ნამდვილად ვიქნებოდი, მაგრამ პირველ ადგილს არ ველოდო. ამასთან, ძალიან სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ერთადერთი ქართველი ვიყავი, რომელიც ოქროს კატეგორიაში მოხვდა. ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ, რათა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო", - აღნიშნავს ავთანდილ ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, მომავალში უნდა, რომ პროგრამისტი გახდეს, დასახული მიზნის მისაღწევად კი უკან დახევას არ აპირებს.

"თავიდან ძალიან მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი, შემდეგ, რაღაც პერიოდი პოლიციელი, მერე მეცნიერი. ახლა ვფიქრობ, რომ პროგრამისტობა მინდა, თან, როცა ამ საქმიანობაზე საუბრობ, მათემატიკის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, მომავალი რას გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, რა პროფესიაც არ უნდა ავირჩიო, ვიცი, რომ ბევრი უნდა ვისწავლო და ვიშრომო, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ მოდის წარმატება.

მჯერა, რომ ყველაფერი გამოგივა, თუ გულით გინდა და გიყვარს. არ უნდა დანებდე. ჩემს მაგალითზე გეტყვით, სანამ ოლიმპიადების გამარჯვებული გავხდებოდი, მანამდე ბევრი ოლიმპიადა წამიგია, მერე დავფიქრებულვარ, რა შეცდომა დავუშვი, გამიანალიზებია. ზოგჯერ ჩემი თავისთვისაც მისაყვედურია, მაგრამ, ამის გამო არ დავნებდი, კიდევ ვცადე, კიდევ გავედი. მეორე ცდაზე თუ არა, მესამეზე გამოგივა, მესამეზეც თუ არ გამოვიდა - მეოთხეზე. თუ იშრომებ და მოინდომებ, სასურველ მიზანს აუცილებლად მიაღწევ", - აღნიშნავს ავთანდილ ნიკოლეიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744960486

მსოფლიო

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები

სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა

1744958822

ახალი ამბები

დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია

ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...

დაჩი ცაგურია

1744958047

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას

„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...

ვლადიმერ ბოჟაძე

1744956549

საზოგადოება

დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...

წითელი პარასკევია

1744956210

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...

მზიანი ამინდი