“12 დღის წინ სახლში ლანგრით მომართვეს “კოვიდი”, მაგრამ…” - ნინო თარხნიშვილი
ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, რომელიც აქტიურად წერს კოვიდ19-თან და პანდემიასთან დაკავშირებულ თემებზე, საკუთარი ისტორიის შესახებ ჰყვება: "მე შეიძლება მსოფლიოს მოსახლეობის იმ 10%-ში ვარ, რომელსაც კოვიდი არასდროს შეხვდება.ან შეიძლება ჩემმა წილმა ორმა დოზა “ფაიზერმა” დამიცვა.ან მარიტას კოვიდმა - იფიქრა, ამას თავისი გაჭირვება ეყოფა, ახლა კიდე მე არ შევეყაროო.12 დღის წინ, სახლში ლანგრით მორთმეულმა კოვიდმა ჩემში შემოსახლებაზე უარი თქვა. არადა, 12 დღის წინ, ერთმანეთის მიყოლებით, ფაქტობრივად ერთად დაინფიცირებულმა მეგობრებმა, ასევე ერთმანეთის მიყოლებით დააინფიცირეს ოჯახებიც.არ ვიცი, რამ დამიცვა, რა იმუნიტეტმა ან რა ძალამ, მაგრამ ეს დღეები, ვერც მარიტას კოცნაზე ვთქვი უარი, ვერც ჩახუტებაზე. ვიცავდი აუცილებელ წესებს - თუ არ ვკოცნიდი, მასთან ურთიერთობისას ნიღაბი მეკეთა.მისი ჯაგრისი იდო ცალკე.მისი პირსახოცი იდო ცალკე.ჭურჭელი ჰქონდა პირადი (თეფში, ჭიქა და კოვზი ისედაც ყოველთვის პირადი ჰქონდა).საპირფარეშოს დღეში რამდენჯერმე ვუკეთებდი დეზინფექციას.დღეში რამდენჯერმე ვანიავებდი სახლს.ამ დილით ჩემი PCR კვლავ უარყოფითი მოვიდა.სამაგიეროდ შემრჩა ხელები ქიმიური დამწვრობით, რომლებსაც მალე მოვიშუშებ, ეგ არაფერი :დდა კიდე ცოტა ფსიქიკა მორღვეული, მაგასაც მოვუვლი :დაიცერით, აცრა ნამდვილად იცავს.პირბადე გაიკეთეთ, პირბადეც ნამდვილად იცავს.ხელებიც ხშირად დაიბანეთ. სუფთა ხელებიც გვიცავს (თუმცა, მაინც და მაინც, ჩემნაირად ქიმიური დამწვრობის მიღება არ არის აუცილებელი :დ)ამ 12 დღეში ვატრიალე გონებაში კადრებად ყველა ის უბედური, სასტიკი ისტორია, რაც კი ამ ორი წლის განმავლობაში მისმენია რესპონდენტებისგან, მათი ოჯახის წევრებისგან. ყველა მსგავსი შესაძლო სცენარი დავდგი და განვასახიერე ჩემს წარმოსახვებში, მაგრამ მაინც მოვუგე უთანასწორო ფსიქოლოგიური ომი კოვიდს. რად დამიჯდა, მარტო მე ვიცი, მაგრამ ხომ მოვუგე."
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...






























