26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
შეხვედრა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების და სიახლეების გაცნობას ემსახურებოდა, რომელსაც ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს.
„ცესკოში ჩამოყალიბებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ყველა მნიშვნელოვანი სიახლისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია აქტიურად ახორციელებს ან მომავალში განახორციელებს. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ვფიქრობ არჩევნებში ჩართულ მხარეებს უნდა ჰქონდეთ ამომწურავი და განახლებული ინფორმაცია არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. შეხვედრის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ და გავცვალეთ მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ გასული შეხვედრებისას გამოთქმული მოსაზრებებისა და სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების უმრავლესობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან გათვალისწინებულია. ამით ვადასტურებთ ჩვენს ღიაობას და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ჩართულ მხარეებთან აქტიური და ინტენსიური კომუნიკაციით, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნების ჩატარება“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან სხვადასხვა მიმართულებით გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინეს.
გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ინფორმირების კამპანიისა და ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების შესახებ, რომელიც ასევე პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.
შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.
სამუშაო პლატფორმის ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები პერიოდულად იმართება.
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































