"4-დან 13 წლამდე არაერთხელ ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი, თან ყოველთვის სხვადასხვა პიროვნებებისგან" - ისტორია სოციალური ქსელიდან

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუკ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"გამარჯობა!

გადავხედე პოსტებს და რატომღაც მომინდა, ცხოვრებაში პირველად გამემხილა ჩემი ისტორიები...

დიახ ისტორიები...მაშინ ბავშვი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რომ თურმე მთელი ცხოვრება ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ.

ახლა უკვე თექვსმეტი წლის ვარ, დავფიქრდი და მივხვდი, რომ 4-დან 13 წლამდე არაერთხელ ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი, თან ყოველთვის სხვადასხვა პიროვნებებისგან.

პირველად ალბათ 4 წლის ვიქნებოდი, როცა ჩემზე იძალადეს.

ჩვენს ოჯახში სტუმარი მუდამ იყო, მათ ყოველთვის დიდი სიხარულით ვხვდებოდი.

ერთხელ, სტუმრად ჩვენი შორეული ნათესავები ჩამოვიდნენ მათ თან 16 წლის ბიჭი ახლდათ. როგორც გამაცნეს, "ძმად" მეკუთვნოდა.

ყოველთვის მინდოდა დედმამიშვილი მყოლოდა და დიდი სიხარულით შევხვდი მას.

ბოლოს გაირკვა, რომ ერთი კვირით რჩებოდნენ ჩვენთან. მაშინ საერთოდ სიხარულით გადავირიე. დამიმეგობრდა, ბევრს მესაუბრებოდა, ხშირად მეხუტებოდა ხოლმე. მეც მომწონდა ჩახუტებები (ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე ვიყავი).

სამი დღის შემდეგ, ჩახუტებასთან ერთად უკანალზეც დამიწყო ხელების ფათური.

უბრალოდ მოვიშორე და თამაში გავაგრძელე, ყურადღება არ მიმიქცევია.

შემდეგ ისე მოხდა, რომ ყველა წავიდა სახლიდან და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით.

ცოტა ხანს მეთამაშებოდა, შემდეგ მითხრა: "გინდა დიდების თამაში ვითამაშოთ?".

დამაინტერესა, რა იყო დიდების თამაში - ამიტომ დავთანხმდი.

მან მითხრა, რომ თავდაპირველად ორივეს უნდა გაგვეხადა.

რამდენიმე წუთში ორივე შიშვლები ვიდექით.

მომიახლოვდა და ხელების ფათური და კოცნა დამიწყო.

ალბათ მიხვდით, ამას რაც მოყვა შემდეგ...

მაშინ ვერაფერს მივხვდი - წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა.

ამიტომ, ჩვეულებრივად გავაგრძელეთ ურთიერთობა... ახლა კი მეზიზღება საკუთარი თავი... ჩემი ნებით დავთანხმდი, ვიღაც ბინძური ხელებით შემხებოდა....

მას შემდეგ ერთი წელიც არ იქნებოდა გასული, რომ მეგობრისგან წამოვიდა უცნაური საქციელები... ვინაიდან ისეთ უბანში ვცხოვრობდი, სადაც მხოლოდ ბიჭები იყვნენ, მეც მუდამ მათი "კამპანიის" წევრი ვიყავი...

ის ჩემზე 4 წლით უფროსი იყო... მეგონა, ჩემზე მეტი იცოდა... ამიტომ ყველაფერს ვუჯერებდი... დამალობანას თამაშისას ყოველთვის მასთან ერთად მივყავდი.

ერთხელ, შუა თამაშისას მითხრა, თუ ხელს ჩაგიყოფ, ვერ გვიპოვიან მალეო... მე ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, მაგრამ როცა ხელი საცვლის შიგნით ჩამიცურა და სასქესო ორგანოზე შემეხო, შევშინდი და გაქცევა დავაპირე, მაგრამ გამაჩერა და მითხრა, "ნუ გეშინია, ასე ვერ გვიპოვიანო".

მეც გავჩერდი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაკანკალებდა საზიზღარი შეგრძნებისგან.

ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო - წლების მანძილზე გრძელდებოდა, სანამ ჩემი მშობლები არ განქორწინდნენ და იმ ადგილის დატოვება არ მოგვიწია.

აქ უკვე მესამე ისტორია იწყება.

მშობლების განქორწინების შემდეგ ბებიაჩემთან გადავედით საცხოვრებლად მე და დედა.

მთელი სამეზობლო ჩვენი ნათესავები არიან - ზოგი მამიდაა, ზოგი დეიდა, ბიძა, ნათლია (მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებულები არიან და ნათესავები ერთ ნაწილში შეკრიბეს).

მოკლედ რომ ვთქვათ, მშობლების განქორწინება რთულად გადავიტანე.

მარტო როცა ვიყავი, ხანდახან ვტიროდი, მაგრამ ოჯახის წინ სულ ვიცინოდი და არაფერს ვიმჩნევდი - არ მინდოდა დედას ენერვიულა.

მაგრამ მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ცოტა დამეხმარებოდა.

ამიტომ ჩემს ნათესავს დავუახლოვდი, 10 წლით უფროსი იყო ჩემზე, მისი გაზრდილი ვარ.

ფაქტობრივად ყოველთვის დავდიოდი ბებოსთან სტუმრად და მისი ოჯახი სიგიჟემდე მიყვარდა.

ამიტომ სულ იქ ვიყავი, მასთან დამეგობრების შემდეგ უფრო დავახლოვდი (ისედაც ახლოს ვიყავით).

ღამეც მივდიოდი და ველაპარაკებოდი (ოჯახზე არა, უბრალო თემებზე).

დამშვიდობისას ლოყაზე მკოცნიდა და მიხუტებდა.

ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ ხანდახან უკანალზე მჩქმეტდა და ტუჩებშიც მკოცნიდა.

ვფიქრობდი, რომ შემთხვევით მოსდიოდა (თავს ვაჯერებდი).

ეს ყველაფერი 13 წლამდე გაგრძელდა, სანამ საბოლოოდ ღამე არ მომაკითხა, როცა მარტო ვიყავი, ცოტა ხანს მელაპარაკა და წასვლისას, როცა უკვე მთავარ შესასვლელს გასცდა, უკანა ეზოში სახე დამიჭირა და მაკოცა...

ვერაფერი ვქენი, გაშეშებული ვიდექი.

მას შემდეგაც, რაც წავიდა, ვერაფერი გავაკეთე - ვიდექი და უბრალოდ უსასრულობას ვუყურებდი.

შემზიზღდა ისიც და საკუთარი თავიც, ოჯახის მრცხვენოდა, თვალებში ვერავის ვუყურებდი...

იმ ღამეს გადავხედე ჩემს ცხოვრებას და ყველაფერი გავიაზრე, მე ბინძური ვიყავი, მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ იძალადეს მე კი არაფერი გავაკეთე, საზიზღარი არსება ვიყავი და საკუთარი თავი მძულდა...

დეპრესიაც მქონდა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მიხვდა, რადგან მე არ მინდოდა, გაეგოთ.

ყველაფერს ვმალავდი, ნიღაბს ვატარებდი და დღემდე ვატარებ...

შემდეგ ისე მოხდა, რომ გრძნობები დავკარგე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დღემდე ასე ვარ, ვერ ვგრძნობ სიხარულს, ბედნიერებას, სიყვარულს, სევდას, ვერც ვტირი, ვერც ვიცინი, ოჯახს სიყვარულით ვერ ვუყურებ, ბევრი რამ უნდა მწყინდეს, ბევრჯერ უნდა მეტირა, ცრემლი გამშრალი მაქვს, ახლახან უახლოესი მეგობარი გარდამეცვალა, ყველა ცრემლად იღვრებოდა, მე კი ტკივილიც ვერ ვიგრძენი, ერთადერთი, რაც თავს ადამიანად მაგრძნობინებს ეს ფიზიკური ტკივილია.

გთხოვთ...

ეს არ გააკეთოთ...

ნუ გახდებით ჩემნაირი უგრძნობი თოჯინა...

ნუ დაინგრევთ ცხოვრებას...

მოყევით, ყველაფერი მოყევით, თუ ტირილი გინდათ, იტირეთ, იკივლეთ, დალეწეთ ყველაფერი, ნუ შეინახავთ თქვენ შიგნით გრძნობებს, თუ გტკივათ აჩვენეთ თქვენი იარები სხვებს, ნუ დაუმალავთ, ასე ვერ დაგეხმარებიან, იყავით ეგოისტები და აჩვენეთ ყველას თქვენი ტკივილი...

არ იფიქროთ, რომ მათ ეწყინებათ ან ეტკინებათ, დაიმახსოვრეთ!

ოთახში ათი ადამიანია, იქიდან კი მხოლოდ ერთია, ვისაც აინტერესებთ დანარჩენ ცხრას კიდიხარ!

და იცი ვინ არის ის ერთი ადამიანი? - შენ!

შენ გარდა სხვას არავის აინტერესებ!

საკუთარ თავს მოუფრთხილდით და იყავით ძლიერები, ნუ იქნებით ჩემსავით სუსტები და ნუ გაინადგურებთ თავს!".

სხვა სიახლეები:

🔳 ლევან იოსელიანი: სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერ - ყველაფერი ერთ პარტიაზე არ უნდა აეგოს

🔳  „იზოლაციის ვადის ათვლას სიმპტომების დაწყებიდან იწყებს არა მხოლოდ აშშ, არამედ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრიც“ - ინფექციონისტი

🔳 მამა პეტრე: ქრისტეს არ სჭირდება ფსალმუნების დაზეპირება, კელაპტრების აბრიალება, თუ ქრისტეს შვილის განადგურება და მიწასთან გასწორება განიზრახე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732721707

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის ზამთარში შესაძლოა, პირადი ურთიერთობებში პრობლემები შეექმნას

ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2024 წლის ზამთარი ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდეს და სხვადასხვა სირთულესთან გამკლავება მოუწიოთ:  სასწორი სასწორის ნიშნის წარმომადგენლებ...

ააა

1732719780

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს

2024 წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდება. ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს, სადაც არჩევნებთან  დაკავშირებული ვადები, წესები და პრო...

ცესკო

1732717457

ჰოროსკოპი

„სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, რათა უსიამოვნებები თავიდან აირიდოთ“ - რას ამბობს ასტროლოგი ნინა სუსლოვა

ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 27 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა. ნინა სუსლოვამ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, რაც ი...

ნინა სუსლოვა

1732713696

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა 2.7422 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7421 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...

ააა

1732712267

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში მსოფლიოს უხუცესი კაცი გარდაიცვალა, რომელიც 112 წლის იყო

დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული კაცი, რომელიც 112 წლის იყო. ჯონ ალფრედ თინისვუდი იმავე წელს დაიბადა, როდესაც „ტიტანიკი“ ჩაიძირა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯონ თინისვუდი ორი მსო...

მსოფლიოს უხუცესი კაცი