„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი გამარჯვებით დამთავრდება“ - გივი მიქანაძე

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი გამარჯვებით დამთავრდება“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზეც ქართველი ხალხი ოპოზიციას კიდევ ერთხელ ეტყვის უარს.

„ამ ქვეყნის ნორმალურ განვითარებას ესაჭიროება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ამ კონტექსტში რა თქმა უნდა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოში, რომელმაც უნდა შეისწავლოს 2003 წლიდან 2012 წლამდე მომხდარი სისტემური დანაშაულები, არის უმნიშვნელოვანესი.

ჩვენ მიმდინარე წელს გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი გამარჯვებით დამთავრდება და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უარს ეტყვის რადიკალებს, შესაბამისად ეს კონკრეტული ნაბიჯები იქნება რადიკალური ფრთის გეგმების განხორციელებაზე ორიენტირებული დარტყმა იმისთვის, რომ სახელმწიფომ გააგრძელოს სწრაფი სვლით განვითარება-წინსვლა, რომ ჩვენ მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ოჯახში“, - აღნიშნა მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1795293430

საზოგადოება

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფე...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

1795293173

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ ამომრჩეველს ვეუბნებით, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაციას არავითარი საფრთხე არ ექმნება

ჩვენ ამომრჩეველს ვეუბნებით, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაციას არავითარი საფრთხე არ ექმნება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა პარტია „თავისუფ...

თორნიკე ჭეიშვილი

1795292051

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე

ჩვენ კომპრომისებზე არ მივდივართ ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. გორდულაძის თქმით, „ნაცმოძრაობის...

არჩილ გორდულაძე

1795290831

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბრის 08:00 საათიდან 23 ნოემბრის 08:00 საათამდე შოთა რუსთაველის გამზირზე, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1795288690

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი, ქართველ ხალხს ვინც არ სცემს პატივს, ასეთი პარტიების ადგილი საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არის

ჩვენი ვალდებულებაა, ვიყოთ ერთგულნი საქართველოს კონსტიტუციისა და მისი მთავარი პოსტულატის, მთავარი საფუძვლის, რომ გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საკითხ...

არჩილ გორდულაძე