"ადრე დაცვის პოლიციაში მუშაობდა, დედა ემიგრანტი ჰყავს" - "საქართველოს ბანკის" თავდამსხმელზე მეზობლები პირველ კომენტარს აკეთებენ

"საქართველოს ბანკის" თავდამსხმელზე მეზობლები მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებენ და აცხადებენ, რომ დაკავებული გრიგოლ ნარსია ადრე, დაცვის პოლიციაში მუშაობდა.

"გამორიცხულია, მაგი რომ მას, რამე ბომბი ჰქონოდა.

ბომბი, რომ ჰქონოდა ააფეთქებდა არ დააჭერინებდა თავს. 

რამდენიმე წლის წინ დაცვის პოლიციაში მუშაობდა, დედა ემიგრანტი ჰყავს და ხშირად იქ აკითხავდა", - განუცხადეს "ტვ პირველს" დაკავებულის მეზობლებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა. 
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "კი მიკვირს ჩემს ჩაცმულობაზე ასეთი უზომო ინტერესი - არ მინდა გამორჩეული პროფესიონალი ფოტოგრაფი გია აბდალაძე გააკრიტიკონ. ეს ფოტო ექსპრონტად, სხვისი გადაღებულია" - სალომე ზურაბიშვილი

* "112-ის ოპერატორი: თავდამსხმელი შეიარაღებულია? მძევალი:  - არა, ბატონო, დანა-ჩანგლითაა მოსული!" - ბანკზე თავდამსხმელის ირგვლივ გაჟღერებული კურიოზული ფრაზების კრებული

* შსს, ბანკიდან მძევლების გათავისუფლებისა და თავდამსხმელის დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს (ვიდეო) 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785656597

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ...

 დაკავებულია 1 პირი

1785654952

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით...

დაკავება და ბორკილები

1785651854

მსოფლიო

პეტერ მადიარი: 2 აგვისტოს უნგრეთი 44 წლის შემდეგ პირველად სრულად დახურავს ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური „პაკში“ მუშაობას დღეს, 2 აგვისტოს, სრულად შეაჩერებს დუნაიში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო. ამის შეს...

პეტერ მადიარი

1785650879

საზოგადოება

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იტალიის ქალაქ ვარეზეში აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა მსუბუქ წონაში ორადგილიანი ნავის (LM2-) დისც...

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა

1785616474

მსოფლიო

მსოფლიო რეკორდსმენი ალპინისტი ნირმალ პურჯა პაკისტანში ჩამოწოლილ ზვავს ემსხვერპლა

ცნობილი ბრიტანელ-ნეპალელი ალპინისტი ნირმალ პურჯა, იმ 10 ადამიანს შორისაა, რომლებიც პაკისტანში ბროუდ-პიკზე ჩამოწოლილ ზვავს ემსხვერპლნენ, - ამის შესახებ BBC მის კომპანიაზე დაყრდნობით წერს. „ღრმა მწუხარე...

 ნირმალ პურჯა