ალენ ბერსე - ახლა დიალოგის მომენტია, სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ კობახიძესთან და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც არსებობს ასეთი შესაძლებლობა

„არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული კანონების ევოლუცია, რაც ჩვენში შეშფოთებას იწვევს. ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ბერსემ არ გამორიცხა, რომ ანტალიაში შეხვედრის შემდეგ პრემიერთან დიალოგის შესაძლებლობა ჰქონდეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც.
„როგორც იცით, ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის სამხრეთ კავკასია მართლაც მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია სტაბილურობა, მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ასევე, შემიძლია აღვნიშნო, რას ვაკეთებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების წასახალისებლად, მხარდასაჭერად. დეკემბერში ვიყავი საქართველოში. არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოში ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული კანონების ევოლუცია, რაც ჩვენში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი და ვეცადოთ, ერთად ვიყოთ გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. ბოლო შეხვედრა, ასევე, ანტალიაში იყო. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებდით სტრუქტურირებულ დიალოგს ყველა ამ საკითხის მოსაგვარებლად და აქაც, ახლა შეიძლება გვქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირ განვიხილოთ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
1747410151
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ, ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან
„ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და, ალბათ, ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან“, -...
1747409658
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში თემაზე - „ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში თემაზე - „ევროპის უსაფრთხოება და დემო...
1747406829
სპორტისაქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩში სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
ძალიან მალე, 19:00 საათზე დაიწყება ლეგენდების მატჩი GEO11-სა და BARCA-ს შორის. მწვრთნელებმა, თემურ ქეცბაიამ და ალბერტ ფერერმა დაასახელეს სასტარტო შემადგენლობები. GEO11 გიორგი ლომაია, კახა ცხადაძე, კახ...
1747406331
მსოფლიოფაშინიანი და ალიევი ალბანეთში შეხვდნენ ერთმანეთს
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-6 სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა...
1747404699
ახალი ამბებითბილისის მერია: ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მოძრაობა კვლავ შეზღუდულია - ავარიული კორპუსის იატაკის შემდეგ, არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზ...