"ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ როგორ უნდა მართოს ზუგდიდი, როცა წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი" - პრემიერი

ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მინდა, თითოეულ ზუგდიდელს კითხვა დავუსვა, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი, როცა არ იცის ბიუჯეტი, არ იცის რამდენი სოფელია, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 30 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ღირსეულმა კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, რადგან ამ ქალაქს და ზუგდიდელებს სხვა ალტერნატივა, სხვა გზა არჩევანი არ აქვთ.

„ზუგდიდმა კარგად იცის სიმართლის ფასი, ტყუილის ფასი, თეთრის და შავის გარჩევა. ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ იქცეოდა წინა ხელისუფლება, მჩაგვრელი, მოძალადე, მკვლელები და სადისტების ხელისუფლება ამ ქალაქში. შევახსენებ ყველა ზუგდიდელს, სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილის დროს, ამ ქალაქში თარეშობდნენ კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თქვენ კარგად გახსოვთ მაგალითად, იგივე კასრების საქმე და ვინ არის ამ კასრების შემოქმედი. მათი სახელი არის კოლექტიური უბირიები. იცით, ხომ ვინ არის უბირია? კაცი, რომელიც აუპატიურებდა უდანაშაულო ადამიანებს და აწამებდა ადამიანებს. ეს ხელისუფლება და ეს ძალა არის „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილის პარტია. მინდა, ერთი რამ ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენი ხელისუფლება არავის მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას და საშუალებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რის გამოც ჩამოვიდა სააკაშვილი, იყო არეულობის მოწყობა ქვეყანაში, რომელიც არ გამოუვიდათ და სულ მცირე ექვსი წელი ეს კაცი იჯდება ციხეში.

„ჩვენ არავის ციხეში ყოფნა არ გვიხარია, ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა, იმის მიუხედავად რა თანამდებობა აქვს ან ჰქონდა. მე არ მინდა ვისაუბრო ჩვენი კანდიდატის ოპონენტზე, ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მინდა თითოეულ ზუგდიდელს კითხვა დავუსვა – რა მოტივაცია აქვს ამ კაცს? როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელია? წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს ჩვენ გყავს ძალიან გამოცდილი უწესიერესი კაცი, მამუკა წოწერია, რომელიც ღირსეული ზუგდიდელია, რომელიც არ შეარცხვენს ამ ქალაქს.

შესაბამისად, მე მინდა, ვთხოვო თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს, რომ არც ერთ არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს საბოლოოდ ბეჭედი დავუსვათ ნაცმოძრაობის ბოგინს. მთავარი დამნაშავე ციხეშია. სააკაშვილი სულ მცირე ექვსი წელი იქნება ციხეში. შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ექვსი წელი არ იჯდება ციხეში, აპირებენ უკრაინისთვის გადაცემას და ა.შ. ეს ყველაფერი არის გამორიცხულია გამორიცხულია, რომ სააკაშვილი საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე. ხომ არ იგეგმება უკრაინაში მისი გადაცემა, ეს არის სრული აბსურდი.

მივმართავ ზუგდიდელებს, ვინმემ რომ წარმოიდგინოს, ანზორ მელია არის ზუგდიდი მერი, ეს ხომ ნიშნავს, რომ წყვეტა მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორ შეიძლება, რომ ამ ადამიანს მთავრობასთან ჰქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა. ამით ხომ დაიჩაგრება ისევე და ისევ ჩვენი მოსახლეობა, ზუგდიდელები. ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ ყველა მუნიციპალიტეტში.

ჩვენ საერთო ეროვნულ დონეზე მოვიგეთ არჩევნები და მივიღეთ 47 პროცენტი და ახლა 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს მოსახლეობას სჭირდება სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა, პროგრესი განვითარება, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა პოლიტიკოსებს შორის უაზრო, უსაგნო საუბარი და კინკლაობა. 30 ოქტომბერს ამასაც დავასრულებთ. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება საუბარი, აღარც სააკაშვილზე და აღარც „ნაცმოძრაობაზე“. მადლობა ჩვენს ამომრჩევლებს ღირსეული პოზიციისთვის და კიდევ ერთხელ 30 ოქტომბერს ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და მოვიგოთ ღირსეულად ძლიერად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ნიკა მელიას მამა, ექიმ კარდიოლოგი ანზორ მელიაა. ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურის არჩევნები 30 ოქტომბერს იმართება. მეორე ტურში, ანზორ მელია მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას დაუპირისპირდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795183371

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა?

„თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგგიზ შარმანაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგ...

თენგიზ შარმანაშვილი

1795182694

მსოფლიო

CBS News: ისრაელი და აშშ უახლოეს მომავალში ირანზე თავდასხმის შესაძლებლობას განიხილავენ

აშშ და ისრაელი უახლოეს მომავალში ირანზე ახალი მასშტაბური სამხედრო იერიშის მიტანის შესაძლებლობას განიხილავენ, - იუწყება CBS News ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. როგორც მედია წერს, ისრაელის პრემიერ-მინის...

ისრაელი და აშშ

1795180429

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურების, მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქ...

პროკურატურა

1795179972

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5926 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5933 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1795179641

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ორი პი...

პროკურატურა