"არა! პუტინის კანონს" – სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების აქცია პარლამენტში
საქართველოს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.
“მაინც ვერ გაგვაჩუმებთ”, “სიმართლის გეშინიათ”, “აგენტი თავი გაბიათ”, “არა! პუტინის კანონს” – ჟურნალისტებს ხელში ამ შინაარსის პლაკატები უჭირავთ. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს უარი თქვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ხალხის ძალის” მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვაზე.
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ. ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ჯო ბაიდენის ვიზიტის პარალელურად, კიევში საჰაერო განგაში ამოქმედდა
🔵„ჩემმა საყრდენმა, იმედმა და დიდმა მეგობარმაც მიმატოვა.. “ – ნინო შუბლაძეს მამა გარდაეცვალა
🔵კიდევ ერთი კილო დაიკლო, კარგს ვერაფერს გეტყვით - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
1732350788
საზოგადოებარომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები
ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...
1732341504
საზოგადოებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...
1732307021
ჰოროსკოპი23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...
1732305428
სოციალური მედიაგიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა. სასიამოვნო სიახლე სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მივესალმოთ ენი მამარდა...
1732303264
ჰოროსკოპიზოდიაქოს 5 ნიშანი ამ შაბათ-კვირას ძალიან ბედნიერი იქნება
ამ შაბათ-კვირას ზოდიაქოს ხუთი ნიშნის ცხოვრებაში ნამდვილი ზღაპარი მოხდება: ვერძი ამ შაბათ-კვირას ვარსკვლავებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადეს. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი სამუშაო ან შემოქმედებითი შეთა...