აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ არ დაუშვებს, რომ ჩინეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საფრთხე შეუქმნას პანამის არხის ფუნქციონირებას

პანამის არხზე ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ჩინეთი საფრთხეს უქმნის პანამის არხს.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ და პანამა ერთად უზრუნველყოფენ ამ საკვანძო არხის უსაფრთხოებას.
ჰეგსეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ დაუშვებს, რომ ჩინეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საფრთხე შეუქმნას არხის ფუნქციონირებას.
„ამ მიზნით, შეერთებულმა შტატებმა და პანამამ ბოლო კვირების განმავლობაში იმაზე მეტი გააკეთეს ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გასაძლიერებლად, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა მან.
„ჩინეთში დაფუძნებული კომპანიები კვლავ აკონტროლებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არხის ზონაში. ეს ჩინეთს პანამის მასშტაბით სათვალთვალო საქმიანობის განხორციელების პოტენციალს აძლევს. ეს პანამასა და შეერთებულ შტატებს ნაკლებად უსაფრთხოს, ნაკლებად აყვავებულს და ნაკლებად სუვერენულს ხდის. და როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ეს მდგომარეობა მიუღებელია“, - დასძინა პიტ ჰეგსეტმა.
1744881153
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი რეისების დანი...
1744879735
ახალი ამბებილევან მახაშვილი საელჩოებზე: მათი დუმილი ნიშნავს, რომ თუ დღეს ერთი ადამიანი დააბრმავეს, ხვალ ათს დააბრმავებენ
„მათი [საელჩოების] დუმილი ნიშნავს, რომ თუ დღეს ერთი ადამიანი დააბრმავეს, ხვალ ათს დააბრმავებენ“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც შს სამინ...
1744878517
ახალი ამბებითბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა იმართება
თბილისში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების შეხვედრა იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორები არიან საქართველოს საგარეო...
1744877661
ახალი ამბებიაჭარაში, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 3 პირი - ჩინეთის და ტაილანდის მოქალაქეები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციი...
1744876125
ახალი ამბებინარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 2...