"ბედმა გამიღიმა, მიყვარხართ" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში ციხიდან მორიგ მიმართვას აქვეყნებს.
სააკაშვილი მიმართვაში, მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებიც დღეს რუსთავის ციხესთან მის მხარდასაჭერად იყვნენ მისულები.
"დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა – "მიყვარხართ" და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია.
დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო!
შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები – მიხეილ სააკაშვილი", – წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების გისოსებთან გამოჩენას მისი პარტნიორი, უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოეხმაურა.
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია გაიმართა. სააკაშვილი საკნიდან მხარდამჭერებს მიესალმა და ასე მიმართა: "ძალიან მაგრები ხართ".
1795360795
მსოფლიოWP: ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა
ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში პრინციპულად დათანხმდა უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის მიერ ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებას იმ პირობით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ალი...
1795359169
ახალი ამბებისროლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში - დაკავებულია 1 პირი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დე...
1795358403
ახალი ამბებიგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყს
„თავისთავად რუსეთში გამართული კონცერტი არავის აქცევს სამშობლოს მოღალატედ, მაგრამ როცა ადამიანი, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრა...
1795355338
ახალი ამბებითბილისში, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „სითი-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიის შედეგად, სულ მცირე, 8 ავტომანქანა დაზიანდა. ინფორმაცია დაშავებულ...
1795353692
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ
„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან...































