ჭიათურის სამთო-მომპოვებელ კომპანიებში დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა

ჭიათურაში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და იმავე კომპანიებში დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფის შექმნის მიზანია, იმ კრიზისული ვითარებიდან გამოსავლის გამონახვა, რომელიც შეიქმნა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ, ჭიათურის მაღაროებში სამთო-მოპოვებითი სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით. შეხვედრას სამინისტროს, შრომის ინსპექციის, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შექმნილი ვითარების შესწავლის მიზნითა და აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტაციის გასაცნობად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები მოიწვიეს. საუბარი შეეხო გადაწყვეტილების გადასინჯვისა და დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შეფასებას.

ჯგუფის მთავარ ამოცანას წარმოადგენს კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სოციალური უფლების რეალიზებასა და მის შემდგომ გაგრძელებაზე მუშაობაში პროფკავშირების გაერთიანების მხარდაჭერა. სამუშაო ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მედიაციასა და კრიზისიდან გამოსავლის სხვადასხვა გზის მოძიებას, რათა ნებისმიერი გადაწყვეტილება, მაქსიმალურად, უმტკივნეულო იყოს თითოეული დასაქმებულისთვის.

მიმდინარე 60%-იან სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, პროფკავშირების გაერთიანებამ, მოამზადა შეთავაზება, რომლის თანახმადაც, დასაქმებულთათვის, უნდა მოხდეს იანვრის 60%-იანი ხელფასის დაუყოვნებლივ ანაზღაურება, რაც გაიცემა პროფკავშირების მიერ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებასთან თანამშრომლობით. ინიციატივა, ჯგუფის წევრებმა, დადებითად შეაფასეს და მისი აღსრულებაზე მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

საუბარი შეეხო მაღაროების დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის აუცილებლობას. კომპანიის წარმომადგენლები, მაღაროს ლიკვიდაციის აუცილებლობის მოტივად, მის არარენტაბელურობას ასახელებენ. მიუხედავად ამისა, მიღწეული იქნა შეთანხმება აღნიშნული გადაწყვეტილების გადასინჯვის მიზნით, მოლაპარაკების გაგრძელებაზე.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულის წინაპირობა უნდა იყოს დარგის მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიის შექმნა, რომელიც განიხილავს გერმანული საკონსულტაციო კომპანიის DMT დასკვნას (რომელზე დაყრდნობითაც ამყარებს კომპანია საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტაციას) და მოამზადებს ოპტიმალურ წინადადებებს.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ საკითხი კომპლექსურია და გადაჭრის გზების მოსაძიებლად, ყველა მხარესთან აქტიური მუშაობაა საჭირო. მოკლე პერიოდში, დაიგეგმება ჯგუფის წევრების მიერ, ჭიათურაში გამგზავრებაც, ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით, რათა გამოინახოს ისეთი ალტერნატივები, რომელიც მაქსიმალურად, დაიცავს დასაქმებულებს მოსალოდნელი ზიანისგან.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743408340

ახალი ამბები

შსს-მ რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შსს-ს მანქანის დაზიანების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის ფედერა...

შსს-ს მანქანის დაზიანება

1743407928

საზოგადოება

British Airways-ის წარმომადგენელი: საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია

„მოხარულები ვართ, რომ ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შევასრულეთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ცოტა ხნის წინ მგზავრებით სავსე პირველი ხომალდი დაეშვა. ეს საშუალებას აძლ...

British Airways-ის წარმომადგენელი

1743406839

საზოგადოება

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დ...

დააკავა დააკავა

1743406699

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, ეს ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში

გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, უკვე იწყება ფრენები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ირაკლი კობახიძე

1743406663

საზოგადოება

პრემიერი: გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში - 7.7%, ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც

იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მ...

ირაკლი კობახიძე