„ჩვენ, ქართველები, არ ვართ მათხოვრებად და სამათხოვროდ დაბადებულები“ - თემურ კილაძე

ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი, პროფესორი და მწერალი, თემურ კილაძე, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, მალე ახალ რომანს იტალიურ ენაზე შემოგვთავაზებს. რომანს “ოქროს საწმისი”, ერთ-ერთი უდიდესი იტალიური გამომცემლობა “albatros“ გამოსცემს. წიგნის გამოცემისთანავე, “ოქროს საწმისი“, მთელი იტალიის ფარგლებში, წიგნების მაღაზიაში “Messaggerie Libri SpA“ განაწილდება.
Exclusivetv.ge-ს მკითხველისთვის, „ოქროს საწმისის“ შესახებ წარმოდგენის შექმნას, ავტორის, თემურ კილაძის წინასიტყვაობით ვიწყებ, რომელიც ავტორმა ექსკლუზიურად ჩვენ მოგვაწოდა. აგრეთვე გთავაზობთ წიგნში გამოცემული ამბის იტალიურ ვერსიას.
„დიდი ხნის წინ, კლოდ ლელიუშმა გადაიღო ფილმი „ქალი და მამაკაცი“. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმია და თავიდან ჩაიფიქრა როგორც მანქანა „მუსტანგის“ რეკლამა. (ყველა შემთხვევაში მე ასე ვიცი. ამ ამბიდან დიდი ხნის მერე მეც მოვსინჯე დამეწერა რაიმე საქართველოზე, იმიტომ რომ სულ მაღიზიანებდა კალაძის ყველასგან ცოდნა (არაფერი მისი საწინააღმდეგო არ მაქს) და ის რომ საქართველოზე და ქართველებზე არაფერი იცოდნენ.
ბოლო ბოლო რომანი მაინც სიყვარულზე უფროა თუ საქართველოზე, გადაწყვიტეთ თქვენ. თუ ტექსტები მოგეწონებათ, შეიძინეთ და აჩუქეთ თქვენს იტალიელ ნაცნობებს, მეგობრებს, მათ შვილებს, შვილიშვილებს და მოწონებული წიგნის გაჩუქებაზე რომ გული არ დაგწყდეთ, სპეციალურად თქვენთვის გამოვცემ ქართულად და გაჩუქებთ.“ - თემურ კილაძე.
ამონარიდი “ოქროს საწმისიდან“ - ჯერ ერთი, გაჭირვებული არაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენზე უარესად არ ცხოვრობს. მეორეც, ჩვენ, ქართველები, არ ვართ მათხოვრებად და სამათხოვროდ დაბადებულები. შეხედე ამ ცას, ამ მთებს, ამ ბუნებას და დაიმახსოვრე, ჩვენ, ქართველებმა შრომა უნდა ვიცოდეთ, სიმღერა უნდა გვიყვარდეს და ლექსებს ვწერდეთ. მათხოვრობით სხვა ხალხებმა იმათხოვრონ. თუმცა ცუდია, რომ მათხოვრობენ, ადამიანი ამისთვის არაა გაჩენილი. ცოტა ხანს გაჩუმდა და განაგრძო: – შენ რას ფიქრობ, საღამოს რომ ეთხოვა, არ მივცემდი? მაგრამ, ესაა საქმე, კაცი დილაუთენია რომ იწყებ მათხოვრობას. ასეთს დილით თუ მისცემ რამეს, მერე მთელ დღეს მათხოვრო- ბაში გაატარებს. ახლა კი იქნებ საღამომდე თითი გაანძრიოს, ქვეყანასა და ოჯახს სარგებელი მოუტანოს. შვილო, რომ იცოდე, მათხოვრობა უფრო ადამიანის სულიერი მდგომარეობაა და არა მატერიალური.
– Ascolta, – mi disse, – in primo luogo non è per niente povero, almeno non sta peggio di noi. Poi, noi georgiani non siamo nati per mendicare; guarda questo cielo, queste montagne, questa natura e ricordati bene che noi georgiani dobbiamo saper lavorare, amare, cantare e scrivere le poesie. Che mendichino gli altri! Anche se non è bello vivere con l’elemosina, l’uomo non è stato creato per questo! Alcuni minuti di silenzio, poi ha continuato: – Se mi avesse chiesto la sigaretta alla sera, non avrei rifiutato? Però me l’ha chiesta alla mattina! Se a questa gente dai qualcosa, poi tutto il resto del giorno non farà altro che mendicare, mentre così cercherà di darsi da fare ed essere d’aiuto sia alla propria famiglia che alla Patria intera. Inoltre, che tu lo sappia, l’accattonaggio non è uno stato materiale quanto spirituale.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიური წარმატება ქართულად - „უკვე მოვაწერე ხელი კონტრაქტს და ორი წლით „გავიყიდე“ (ექსკლუზივი)
📌 ასეთი იყო სამშობლოსთან შეხვედრა, წასვლიდან ოცი წლის შემდეგ - რატომ ვერაფერს მივაღწიე ამ ქვეყანაში
1745164477
მსოფლიოაშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...
1745160046
მსოფლიოPolitico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ
ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...
1745153818
მსოფლიოვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა
კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...
1745152346
მსოფლიოღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...
1745148150
მსოფლიოკიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...