„დამუნჯებული ვარ, უსამართლობისგან სიტყვებსაც ვერ წარმოვთქვამ...“ – რას ჰყვება კესარია აბრამიძის პერსონალური ქოუჩი

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პერსონალური ქოუჩი, მწერალი, იურისტი თეკლა გეთიაშვილი კესარია აბრამიძესთან დაკავშირებით საუბრობს.

როგორც თეკლა აღნიშნავს, კესარიას პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს, ის მხოლოდ გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს. 

„კესარიას პირად ცხოვრებაზე, რაზედაც მე მესაუბრებოდა, როგორც კლიენტი, ვერაფერს და არაფერს ვიტყვი.

მეორე დღეა დადუმებული და დამუნჯებული ვარ, უსამართლობისგან სიტყვებსაც ვერ წარმოვთქვამ. გაბრაზებული ვარ მასზე, საკუთარ თავზე, გაბრაზებული ვარ სამყაროზე, აღარ ვსაუბრობ მის მკვლელზე.

ხვალ მივდივარ გამომძიებელთან და ერთადერთი მას გავცემ პასუხს იმისთვის, რომ გამოძიებას დავეხმარო.

საოცარი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან, საოცარი ადამიანი მოკლეს სასტიკი მკვლელობით.

ადამიანი, რომელიც იყო ყველა თავისი მონაცემით ძალიან ქალური და მამაკაცის, ადამიანის ყველაზე დიდი ღირსებებით. ვინც კესოს იცნობდა ამაში ყველა დამეთანხმება.

ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე დარდობდა, ყველას ეხმარებოდა, ყველას გამო შეეძლო ენერვიულა,“ – აღნიშნავს თეკლა გეთიაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1726863278

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს - ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.  ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლ...

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს

1726861507

ახალი ამბები

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა და...

 ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი

1726861304

სოციალური მედია

„უმწეო ადამიანის ქვითინი ჩამესმა, რომელიც ხმაურიან ტირილში გადაიზარდა... წამოვდექი, იქნებ შველა უნდა - მეთქი, გავიფიქრე“ - რას იხსენებს პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი, იგივე პეტრე კვარაცხელია წლების წინ შესწრებულ ამბავს იხსენებს, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ მოდელს კესარია აბრამიძეს უკავშირდება.  „წლების წინ, მაშინ სვეტიცხოველში ვიყავი. ზამთრის პირი და მო...

ააა

1726857226

საზოგადოება

ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძე გარდაიცვალა

 რეჟისორი, ანიმატორი და მხატვარი ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძე 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ  ქსელში ოჯახის წევრები ავრცელებენ.  „ლადო ... ჩვენი სიყვარულის კაცი ... უფალმა ა...

ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძე

1726854827

სპორტი

იტალიის საფეხბურთო კლუბის „მილანი“ ფეხბურთელები თბილისში არიან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა. „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ თბილისში ხვალ დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ...

კახა კალაძე