ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET) დირექტორთა ბორდის წევრს კამერონ
ქვინს შეხვდა, რომელიც ვირჯინიის შტატის ფეარფექსის ადმინისტრაციული ერთეულის მთავარი საარჩევნო მოხელე იყო. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET), რომელიც ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, ამ მხრივ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებით დაინტერესდა.

შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და ამ პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია იყო.

როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცესკოში გამართულ შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა ვრცლად ისაუბრა იმ დაგეგმილ და განხორციელებულ საქმიანობებზე, რომელსაც ადმინისტრაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებისთვის აქტიურად ახორციელებს, ასევე დეტალურად ისაუბრა ამომრჩეველთა ინფორმირებისა და უწყების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

თავის მხრივ კამერონ ქვინმა წარმატებები უსურვა საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბერს ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმილი არჩევნების ადმინისტრირების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გზებზეც. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1726863278

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს - ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.  ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლ...

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს

1726861507

ახალი ამბები

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა და...

 ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი

1726861304

სოციალური მედია

„უმწეო ადამიანის ქვითინი ჩამესმა, რომელიც ხმაურიან ტირილში გადაიზარდა... წამოვდექი, იქნებ შველა უნდა - მეთქი, გავიფიქრე“ - რას იხსენებს პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი, იგივე პეტრე კვარაცხელია წლების წინ შესწრებულ ამბავს იხსენებს, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულ მოდელს კესარია აბრამიძეს უკავშირდება.  „წლების წინ, მაშინ სვეტიცხოველში ვიყავი. ზამთრის პირი და მო...

ააა

1726857226

საზოგადოება

ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძე გარდაიცვალა

 რეჟისორი, ანიმატორი და მხატვარი ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძე 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ  ქსელში ოჯახის წევრები ავრცელებენ.  „ლადო ... ჩვენი სიყვარულის კაცი ... უფალმა ა...

ვლადიმერ (ლადო) სულაქველიძე

1726854827

სპორტი

იტალიის საფეხბურთო კლუბის „მილანი“ ფეხბურთელები თბილისში არიან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა. „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ თბილისში ხვალ დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ...

კახა კალაძე