დეკანოზი საბა დათა თავაძის სპექტაკლზე: ეს სულიერი სიკვდილია, ამაზე უარესი აღარაფერი არსებობს

 დეკანოზი საბა (ჭიკაიძე) ეხმიანება რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლს, რომლის ფრაგმენტის გავრცელებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

როგორ დეკანოზი აღნიშნავს, ვინც ღმერთს აგინებენ ასე სახალხოდ, აშკარად, დასცინიან ჩვენს რელიგიურ გრძნობებს, დასცინიან ყველაფერს ღირებულს, ქართლს, ტრადიციულს, ქართულ ოჯახს.

„ეწევიან უზნეობის პროპაგანდას, ამაზე წლები იმუშავეს, იმ არასამთავრობოებმა, რომლებსაც დღეს შეუწყდათ დაფინანსება, რომლებიც ფინანსდებოდნენ გარედან შემოსული თანხებით. შეიძლება ბევრი კარგი საქმეც გააკეთეს, მაგრამ ასე იქცევა ეშმაკიც, არასდროს გვთავაზობს საწამლავს, როგორც საწამლავს. 100 კარგ რამეს გააკეთებს, ერთს გამოურევს რაღაცას ისეთს ცუდს, რომელიც დაგღუპავს და გაგანადგურებს.

შექმნეს თავიანთი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც გეგმაზომიერად ურეცხავდნენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს, გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ტრადიციები, ყველაფერი ის, ფუნდამენტი რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა.

ნუთუ ასეთი ძნელი დასანახია ეს?! შეგნებულად გამოაცალეს ამ ადამიანებს ღმერთი, შეგნებულად გამოაცალეს ყველაფერი ის, რაც ღირებულია, რაზედ იდგა მუდამ საქართველო და აი შედეგი, სადამ,დე მივედით. ეს სიკვდილია, ეს სულიერი სიკვდილია, ამაზე უარესი აღარაფერი არსებობს. ღმერთმა ინებოს და სინანული მისცეს ამ ადამიანებს. როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს ქრისტიანულ ქვეყანაში. ჩვენ ისედაც ძალიან ცოტანი ვართ ქართველები, ჩვენ არცერთი ადამიანი დასაკარგი არ გვყავს, ჩვენ ყველას უნდა გავუფრთხილდეთ“, - აღნიშნავს მამა საბა.

სოციალურ ქსელში დათა თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლიდან „ლიბერტე“ აუდიონაწყვეტი გავრცელდა. შინაარსმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, უცენზურო გამონათქვამების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ პროპაგანდის გამო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795342409

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება“,...

ირაკლი კირცხალია

1795340711

ახალი ამბები

კრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებით დაზარალებულებზე: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ

კრწანისის რაიონის გამგებლის ლაშა ცაგურიას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული იყოს. „იყო შესაბამისი სამსახური შესული, სანამ მოქალაქეებს ვეტყოდით და...

კრწანისის რაიონის გამგებელი

1795338760

ახალი ამბები

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს 2012 წლამდე და მას შემდეგ ჩადენილი ინტენსიური დანაშაულები არათუ ამნეზიურად „დაავიწყდათ“, არამედ ამ ყველაფრის გამართლებაც კი დაიწყეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტები სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ და წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამართლებას ცდილ...

გია ვოლსკი

1795337054

ახალი ამბები

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საბურავები და ტრაქტორის ნაწილების დამწვარი.  

ხანძარი ლიკვიდირებულია

1795334972

ახალი ამბები

გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ კაცზე: მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე

ფონიჭალაში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა, მათ შორის 3 წლის თაია ფხალაძის, რომელიც მაშველებმა, 8-საათიანი სამაშველო ო...

გუგა ქაშიბაძე