დეკანოზი შალვა კეკელია აქციის მონაწილეებს: ეკლესიას შეიძლება ასე მოექცეთ?! პატრიარქს რატომ აგინებენ, თქვენი პატრიარქი არ არის ილია მეორე?! არ ხარ მონათლული?! შენ ეკლესიას რატომ ლანძღავ?!

„აგერ ვარ, გამოვედი და ხალხში ვდგავარ და მე სულ ხალხში ვიდექი მთელი ჩემი ცხოვრება. ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერი არ არის, საშინელებაა და ადამიანზე ხელის აღმართვა და ბავშვის გალახვა არის ღვთის და ადამიანის გმობა. ეს არ შეიძლება. ეს ვთქვი ქადაგებაში და დავგმე კიდევაც. გავაპროტესტე ბავშვების ცემა, პირველი მე ვთქვი“, - ასე მიმართა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ აქციის მონაწილეებს, რომლებიც მას დაუპირისპირდნენ და სთხოვდნენ შეერთებოდა საპროტესტო მსვლელობას. 

როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ყოველდღე და ღამე ლოცულობს იმისათვის, რომ დაძაბულობა არ იყოს და სანაცვლოდ ესმის ეკლესიის და პატრიარქის ლანძღვა.

„ქაშვეთშიც ვიყავი პარაკლისზე. მე ყოველდღე ვატარებ პარაკლისებს და ღამის თევით ვატარებ წირვებს, რომ დაძაბულობა არ იყოს და ხალხმა ერთმანეთი არ დახოცოს. ყოველდღე და ყოველღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ერისთვის.

გაგვანადგურეთ მაშინ და ეს იყო კომუნისტების დროს, გვანადგურებდით მღვდლებს. რატომ გვიყვირით სად არის ეკლესია?! ეკლესია იქაა სადაც ეკლესიაა.

ეკლესიას შეიძლება ასე მოექცეთ?! პატრიარქს რატომ აგინებენ, თქვენი პატრიარქი არ არის ილია მეორე?! გეკითხებით არ არის თქვენი პატრიარქი ილია მეორე?! არ ხარ მონათლული?! შენ ეკლესიას რატომ ლანძღავ?!“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794583276

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი უფრო ადრე გააუქმებს საკუთარ კანტორას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ეს ბუნებრივიც არის. „ნაცების“ წარმომადგენლე...

რატი იონათამიშვილი

1794581662

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ 540 000 ლარის აღების შემდეგ გიორგი თარგამაძემ ეთერიდან დაბლოკა არა მხოლოდ თავად ის, არამედ 4 ოქტომბრის...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1794580689

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი სპორტსმენების მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ირაკლი კობახიძე წერს, არაბთა გაერთიანებული სა...

კობახიძე

1794579319

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებით ვაჭრობაში თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯა, ფაქტობრივად, ამით რუსეთის სასარგებლოდ ომს აფინანსებს

„ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებით ვაჭრობაში თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი დახარჯა. ფაქტობრივად, ამით რუსეთის სასარგებლოდ ომს აფინანსებენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული...

ლევან მაჭავარიანი

1794577766

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობას“ სიცრუეში ამხელს და ვიდეოს აქვეყნებს

პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუეში ამხელს. საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოში მათ მიერ გაჟღერებულ პოზიციებზე. შალვა პაპუაშვილი მეტი თვალსაჩინოებისთვის ვიდეოს აქვეყნებს. „ნაციონალ...

შალვა პაპუაშვილი