„გაიგეთ, შეიგნეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა ნარკოტიკით!“ - ცნობილია, ახალგაზრდა მომღერლის გარდაცვალების მიზეზი

13 ივლისს ახალგაზრდა მომღერალი, ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დაიწერა და სავარაუდო მიზეზების განხილვა დაიწყო, რაც ცხადია მისი ოჯახის და ნათესავების ყურადღების ცენტრში მოექცა. შესაბამისად, მომღერლის გარდაცვალების მიზეზზე სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი მაცაცაო ხოჯავა მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

როგორც იგი წერს, მომღერალი მუცლის აორტის ანევრიზმით გარდაიცვალა. 

„ნაცნობებო, უცნობებო, ახლობლებო, მეგობრებო, სრულიად საქართველოვ! ყველას უღრმეს მადლობას გიხდით ჩვენი ოჯახის ტკივილის გაზიარებისთვის, თანაგრძნობისთვის.

მაპატიეთ თუ პასუხი ვერ დაგიბრუნეთ და ფიზიკურად ვერც, არც წავიკითხე, ყველა თქვენი უამრავი მესიჯი და ზარებიც უპასუხოდ დავტოვე. სამწუხაროდ ამის ძალა და ნერვი მე არ შემწევს.....

ძალიან ვწუხვარ, რომ საერთოდ ხვიჩაზე წარსულში და ჩვენთვის ურთულესი, ძნელბედობის ჟამს, დამატებით ამ თემაზე მიწევს პოსტის დაწერა..... უმორჩილესად გთხოვთ ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციებს და ნუ გვაღიზიანებთ ისედაც განადგურებულ ჭირისუფალს. (პირადშიც ძალიან ბევრმა მომწერა ათასი სისულელე).

უსაშინელესი ფაქტია, რომ დაიღუპა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, რომელიც მოგვიკვდა არა მხოლოდ ჩვენ, მოუკვდა ქალაქს, მთელ ქვეყანას... გაიგეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა იმის გამო, რომ არ ჰქონდა გაკეთებული აცრა... არ მომკვდარა იმის გამო, რომ გულით დაატარებდა ბევრ ჯავრს... გაიგეთ, შეიგნეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა ნარკოტიკით!!!!!!. ხვიჩა დაიღუპა მუცლის აორტის ანევრიზმით.

P.S.სამწუხაროდ არ მგონია იმის მარჩიელობა უფრო მნიშვნელოვანი იყოს და დეზინფორმაციების ვრცელდება თუ რით დაიღუპა ხვიჩა, ვიდრე ის, რომ მართლა გულით დავიტიროთ ეს სიკეთის და სიყვარულის ბიჭი“, - წერს მაცაცო ხოჯავა.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794733725

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...

აშშ -ს პრეზიდენტი

1794727872

ახალი ამბები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1794727540

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...

 დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

1794725695

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...

პოლიციამ განზრახ მკვლელობა

1794723411

ახალი ამბები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...

პოლიტიკოსი