"გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს" - კულტურის მინისტრი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ჩვენი დისკუსია დავაფუძნეთ იმ პრობლემებს, რომელთა აღმოფხვრაც  ჩემი მინისტრობისას დაიწყო ძალიან აქტიურად გელათის სამონასტრო კომპლექსში. შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესსა და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე, სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო ამ პროცესში წამყვანი აღარ იყოს. ხოლო სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე, სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით. ვინაიდან, იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის და ამ პრობლემების მოგვარების პროცესი ჩვენ დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო. იმ ლოჯისტიკურ საშუალებებს, რაც ამ პროცესისთვის იქნება საჭირო, კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცემს. მაგალითად, ის მაღალი სტანდარტის და სიცოცხლისთვის უსაფრთხო, დაახლოებით 900 ათასი ლარის ღირებულების ხარაჩოები, რომლებიც 2021 წლის დეკემბერში შევიძინეთ, ჩვენ მიერ ასევე უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს და რასაკვირველია, ისინი სწორედ ამის წყალობით შეძლებენ, რომ იქ კონსერვაციის სამუშაო სრულფასოვნად წარიმართოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გელათის შესახებ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით.

„სწორედ იქ შეეძლება ყველა ხელოვნებათმცოდნეს, პროფესიონალს, იმედი მაქვს პოლიტიკისგან დაცლილ დისკუსიაში მონაწილეობა, რადგან გასაგებია, რომ საქართველოს საპატრიარქოში პოლიტიკურ ელემენტს ვერავინ შეიტანს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ ძეგლის ინტერესიდან გამომდინარე. ასე განაწილდა პასუხისმგებლობები. მინდა, ჩვენს ეკლესიას, რომლის შვილებიც ვართ ყველანი, გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესში დიდი წარმატებები ვუსურვო“, – თქვა წულუკიანმა.
 
14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის შესახებ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა და იუნესკოს ანგარიში შეაფასა.

იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.

მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით“, – განაცხადეს საპატრიარქოში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

* “ყველაზე ახლოს ვართ საუკუნეების განმავლობაში დასახულ მიზანთან განვთავისუფლდეთ რუსული იმპერიისგან!” - უნეტარესი ეპიფანე   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732297087

სოციალური მედია

„რამდენიმე დღეში ვერაგს ბოლო რაუნდში შევებრძოლებით“ - თორნიკე ყაჯრიშვილი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ჟურნალისტი და პროდიუსერი თორნიკე ყაჯრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შვილის, პატარა დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლეს ინფორმაციას გვიზიარებს:  „დათიკოს გმირობის ისტორია გრძელდება....

თორნიკე ყაჯრიშვილი

1732294344

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე 23 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფ...

ზოგადი

1732285710

სპორტი

ერთა ლიგის პლეი-ოფში ეროვნული ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება - ცნობილია შეხვედრის თარიღი

ერთა ლიგის პლეი-ოფში ჩვენი ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი აქვეყნებს:  ერთა ლიგის B/C დივიზიონების პლეი-ოფის პირველ შეხვედრას სტუმრად 20 მარ...

საქართველოს ნაკრები

1732282835

საზოგადოება

კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია -  დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ ჩაწერა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. ბექა ჯაიანი ლევან სამხარაულის სახელობი...

 ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი

1732281314

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7384 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7433 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ააა