გია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!

რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა! ყველა მხარე მოგებული დარჩა, პირადად სააკაშვილის ჩათვლით, წააგეს ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, ზოგადად, საქართველომ! - წერს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი.

მისივე თქმით, სად დაიწერა სცენარი - ეს შეკითხვა ღიად რჩება.

„და კიდევ ერთხელ! საქმე მარტო იმაში კი არაა, თუ რატომ არ გამოიყვანეს ხალხი გარდაუვალი განსაცდელის ზონიდან ინტერვენციამდე, არამედ არ გამოყვანის ახსნაა მთავარი “ვერ გავაფრთხილეთო” და მორჩა. არ მორჩა! ამასთან დაკავშირებულ მთავარ შეკითხვას არ სცემენ პასუხს - რატომ აცხადებდნენ საგარეო საქმეთა და სახელმწიფო მინისტრები 4, 6 და 8 აგვისტოს დილამდე, რომ ინტერვენცია არაა მოსალოდნელი? რატომ უბრძანეს უწყებებს არ გამოსულიყვნენ? რატომ გვაჯერებდნენ, რომ მოსკოვი გაოცებულია სეპარატისტების პროვოკაციების გამო? შესაბამისად, არც აგვისტოს დასაწყისში, ინტენსიური სროლების დროს და არც შემდგომ, არ ატეხეს განგაში, არ მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრების მოთხოვნით!

ჯერ 9 აგვისტოს ბრძანებულებაში მიუთითა სააკაშვილმა, რომ შემოჭრა 8 აგვისტოს მოხდა, ხოლო ოქტომბერში კი ოფიციალურად მოაწერა ხელი იმაზე, რომ რუსეთმა საქართველოს აგრესიის საპასუხოდ იმოქმედა!

ან სრულ საინფორმაციო ვაკუუმში იყვნენ, რაც გამორიცხულია, ან განზრახ ჩაიდინეს დანაშაული.

გამაოგნებლად ცინიკურია ამის განმარტებაც - არ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ომისთვის ვემზადებოდითო! დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ივლისიდან იყო დაზვერვის წერილობითი შეტყობინება ინტერვენციის მზადებაზე. ან რა დაზვერვა სჭირდებოდა შემოჭრის გარდაუვალობას თუკი სარაკეტო შეტევას დაიწყებდი, თანაც გადაიღებდი და იმავე ღამეს მთელ მსოფლიოს მოსდებდი ამ ამბავს.

და ბოლოს, მთავარი კითხვა - რა კონსპირაციულმა გეგმამ იმოქმედა ასეთი გარემოების შექმნაზე?! ან რა ნამუსით ეფარებიან ბრძოლის ველზე დაცემული და მიტოვებული სამხედროების გმირობას?! კიდევ კარგი მოვედით და საერთაშორისო სასამართლოები მოვიგეთ, თორემ ჩვენი ჯარიც დამნაშავედ ჰყავდათ გამოცხადებული!

რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა! ყველა მხარე მოგებული დარჩა, პირადად სააკაშვილის ჩათვლით, წააგეს ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა, ზოგადად საქართველომ!

სად დაიწერა სცენარი? ეს შეკითხვა რჩება ღიად. ან იქნებ ორი სცენარი დაიწერა და სააკაშვილი ორივეს მოერგო?…“, - წერს გია ვოლსკი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743615549

სპორტი

ისტორიაში პირველად ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

 ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ზურაბ კინწურ...

ზურაბ კინწურაშვილი

1743613806

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უახლოეს კვირებში გადადგება

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება. ამის შესახებ ინფორ...

ილონ მასკის თქმით, ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა

1743611962

მსოფლიო

ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს

 იტალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს. ჯორჯია მელონის თქმით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა სავაჭრო ომი თავ...

ჯორჯია მელონი

1743611575

ახალი ამბები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

 საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. მომ...

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტ

1743608277

ახალი ამბები

გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვი...

გელა სამხარაული