გიორგი აბდალაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე: ხალხს გასვლის საშუალება არ მისცეს, ყველას თავები ჰქონდათ დახეთქილი ისე სცემეს. ადამიანები რუსთაველზე წვიმაში დაყარეს, შველას რომ ითხოვდნენ, ესენი უარესად სცემდნენ

ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ეპიზოდი გაიხსენა.

როგორც მან აღნიშნა, დარბევის დროს ადამიანებს გასვლის საშუალება არ მისცეს და ისე სცემეს, რომ ყველას თავი ჰქონდათ დახეთქილი. 

„საშინლად სცემეს ადამიანები. კინოთეატრ „რუსთველშიც“ შევარდნენ. უამრავი ადამიანი გამოიყვანეს იქიდან ნაცემი. ისე გააკეთეს, რომ ხალხს გასვლის საშუალება არ მისცეს და ძირითადი ნაკადი წაიყვანეს პარლამენტის მიმართულებით, შიდა სივრცე სადაც არის, რომ ვერსად ვერ გაქცეულიყვნენ. თითქმის ყველას თავი ჰქონდა დახეთქილი, ქალი, კაცი, დიდი, პატარა, ბავშვი, მოხუცი, ასაკოვანი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ყველას თავები ჰქონდათ დახეთქილი ისე სცემეს. ხელბორკილები რომ დაადეს, მერე ეს ადამიანები რუსთაველზე წვიმაში დაყარეს, შველას რომ ითხოვდნენ, ესენი უარესად სცემდნენ იმ ადამიანებს. მერე დაამწკრივეს ეს ადამიანები და რუსთაველზე ჩაატარეს მსვლელობით, წაიყვანეს საპატიმროებში“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746001448

საზოგადოება

გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკა მარტში 9%-ით, ხოლო პირველ კვარტალში 9.3%-ით გაიზარდა. სახელმწიფო ბიუჯეტი 102.1%-ით შესრულდა

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ფეისბუკგვერდზე პოსტს აქვეყნებს. როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ეკონომიკა 9.3 პროცენტით გაიზარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი კი 102.1 პრ...

გიორგი აბაშიშვილი

1746001389

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევამდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე

სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევამდელთა თითქმის ნახევარი (50%-მდე), საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებუ...

 ირაკლი ჩიქოვანი:

1746001355

საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი: ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება

თბილისში ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ძლიერ ხანძარს 150-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. ცეცხლი დაახლოებით 15 000 კვადრატულ მეტრს მოედო, - განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვ...

თემურ მღებრიშვილ

1746000322

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: განსაკუთრებული დღეა - საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ჩვენი გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზედაც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი

„დღეს განსაკუთრებული დღეა — საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს. ეს დღე გ...

მიხეილ ყაველაშვილი

1745999971

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: განვლილი 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან

ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტ...

შალვა პაპუაშვილ