ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება - ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარის მიმართ განსაკუთრებულია

ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება. ჩვენი ხელისუფლების - დამოკიდებულება ჯარის მიმართ განსაკუთრებულია, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ჩართულობით ჩვენ აქტიურად ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენი ჯარის გაძლიერების და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრის ნდობით ვიდგე თქვენს გვერდით.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისთვის, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ დაუღალავი შრომისათვის, გუნდის ძლიერი და კეთილსინდისიერი ლიდერობისთვის და რა თქმა უნდა ჯარისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის.
მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ქართული ჯარის მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.
ასევე მადლობა ეკუთვნის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლის მხრიდანაც ქართული ჯარი სარგებლობს მტკიცე მხარდაჭერით.
ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ჯარს ჰქონდეს თანამედროვე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რათა განვაახლოთ ლოგისტიკური შესაძლებლობები და გავაუმჯობესოთ სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და საჭიროებების მიხედვით, გავატაროთ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები.
გრძელვადიანი დაგეგმვის ფარგლებში, ჩვენი მიზანია თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ეტაპობრივი განვითარება, რათა შევქმნათ კიდევ უფრო კარგად გაწვრთნილი, მაღალი მოტივაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებული და მობილური ჯარი.
თავდაცვის ძალების განვითარების და გაძლიერებისა გზაზე უმნიშვნელოვანესია სამხედრო ხელმძღვანელობის როლი და პროფესიონალიზმი.
სამეთაურო რგოლის ხედვა, დისციპლინა და კეთილსინდისიერება ქმნის და აყალიბებს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებს.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც თავისი 31-წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართველი პროფესიონალი სამხედროს მაგალითად.
ასევე მადლობა მინდა ვუთხრა მის მოადგილეებს, სარდლებს, ბრიგადის მეთაურებს, ბატალიონის მეთაურებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ მშვიდობას და წარმატებებს.
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
1746012059
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე: აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა
აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა BM.GE - ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევ...
1746011995
საზოგადოებაუსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ
დედაქალაქში მცხოვრები უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები უკვე მოძიებულია, რომლებიც მათ საკუთრებაში ეტაპობრივად გადაეცემათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის...
1746010769
საზოგადოება7 მაისს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
7 მაისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფი...
1746010065
საზოგადოებათბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს
თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად, შშმ პირებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს, -...
1746010013
საზოგადოებაირაკლი გედენიძე: დღესაც ვმუშაობ აქციებზე. ამას წინათ ვიღაც ქალბატონი მოვიდა და დედა მაგინა პოლიციელების წინ. არაფერს ვაფუჭებდი, უბრალოდ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი, ამან გამოიწვია აგრესია
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...