გიორგი აბდალაძე: ოთხი შვილის მამა, რომელიც 2011 წლის 26 მაისის პერიოდში იყო დაპატიმრებული მიყვებოდა, ყოველდღე მცემდნენ გლდანის საპყრობილეში, ეს რიტუალი იყოო

ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის 26 მაისის დარბევის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, 26 მაისს დაკავებულმა ერთ-ერთმა ადამიანმა, მას უამბო, რომ გლდანის ციხეში ყოველდღე ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე, თუმცა, ვინაიდან, მას გული მალევე მისდიოდა, თავს მალევე ანებებდნენ, რადგან ძირითადად სავარჯიშოდ შედიოდნენ.
„მე გლდანში შემხვდა ადამიანი, რომელიც იყო ოთხი შვილის მამა, რომელიც 26 მაისის პერიოდში იყო დაპატიმრებული. ის მიყვებოდა, ყოველდღე მცემდნენ გლდანის საპყრობილეში, ეს ჩვეულებრივი რიტუალი იყო, არც არავის გაჰკვირვებია ეს ამბავი, უბრალოდ, ადრე მიწუხდებოდა გული და მერე თავი დამანებესო, იმიტომ, რომ ძირითადად შემოდიოდნენ სავარჯიშოდ, ეს ხდებოდა, უმეტეს შემთხვევაში პარასკევ დღეს. შაბათ-კვირას თუ რაიმე სილურჯე გამოუვიდოდა ადამიანს, ჩასვამდნენ კარცერში, [იტყოდნენ] დაარღვია შინაგანაწესი და სანამ არ მოუშუშდებოდა ეს სიშავე და სილურჯე, მანამდე არ აძლევდნენ ან ოჯახის წევრის, ან ადვოკატის ნახვის უფლებას“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
სიმართლე გითხრათ, იმდენად გაოცებული ვიყავი, რომ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "იმუშავე, გადაიღე". მერე ვცდილობდით, გადაგვერჩინა ეს მასალა. რომ ავიხედეთ ზემოთ, დავინახეთ პარლამენტის სახურავიდან ადამიანები, ვინც კამერით მუშაობდნენ, იღებდნენ და სავარაუდოდ, ალბათ მიმართულებებს აძლევდნენ, იმიტომ, რომ ჟურნალისტები ვინც იყვნენ, ყველას დასდევდნენ, განურჩევლად ყველას სცემდნენ თითქმის. მე შემიძლია ვთქვა, რომ გადამარჩინა ეფრემ ლუკაცკის ინგლისურად საუბარმა, რომ მოდიოდნენ ჩვენს საცემად ეს ეუბნებოდა ინგლისურად, რომ "ასოშიეითიდ პრესის" წარმომადგენელი იყო და ჩერდებოდნენ. ჩვენდა ბედად, "ასოშიეითიდ პრესის" ოფისი იყო ახლოს "მერიოტთან". რამდენიმე რკალი იყო გაკეთებული, რომ ვერც ერთი მომიტინგე ვერ გასულიყო და მათ შორის, ჟურნალისტებიც. სრულიად შემთხვევით ვიღაცებმა შეძლეს [გასვლა], მახსოვს, რომ უამრავი ადამიანი, ახლა რომ მუზეუმია, პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, იქ დიდი სამშენებლო თხრილი იყო, იქ იმალებოდნენ და გამთენიისას დატოვეს ეს ადგილები.
სააკაშვილის რეჟიმის სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის იყვნენ ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე.
ახალი ხელისუფლების პირობებში საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.
2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.
2023 წელს საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის საქმეზე გამართლებული ფოტოგრაფებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების გადაწყვეტილება მიიღო.
1746001389
საზოგადოებაირაკლი ჩიქოვანი: სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევამდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე
სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევამდელთა თითქმის ნახევარი (50%-მდე), საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებუ...
1746001355
საზოგადოებათემურ მღებრიშვილი: ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება
თბილისში ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ძლიერ ხანძარს 150-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძოდა. ცეცხლი დაახლოებით 15 000 კვადრატულ მეტრს მოედო, - განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვ...
1746000322
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: განსაკუთრებული დღეა - საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ჩვენი გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზედაც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი
„დღეს განსაკუთრებული დღეა — საქართველოს თავდაცვის ძალები 34 წლის გახდა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს. ეს დღე გ...
1745999971
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: განვლილი 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან
ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტ...
1745999817
საზოგადოებაგიორგი აბდალაძე: პატიმარი იყო, რომელსაც გალიის გარეთ ჰქონდა ხელი გამოყოფილი, იატაკზე იჯდა, გარედან ჰქონდა ბორკილები გაკეთებული, დაბმული იყო, რომ ვერ ამდგარიყო, ნაცემი და დასისხლიანებული, გადაფარებული ჰქონდა მაისური თავზე და ტიროდა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საუბრობს და გლდანის ციხეში არსებულ მდგომარეობას იხსენებს. აბდალაძის თქმით, მათთან...